მსოფლიო კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
3 ივნისს, 74 წლის ასაკში, ყოფილი ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი გარდაიცვალა. მსოფლიო კრივის ლეგენდა ქალაქ ფენიქსის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ცხოვრების ბოლო სამი დღე გაატარა. მუჰამედ ალის მშობლიურ ქალაქ ლიუსვილში დაკრძალავენ.

მუჰამედ ალის გახსენება - კრივის ლეგენდა რინგზე და რინგის მიღმა [VIDEO]

ალი 1-ელ ივნისს საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა პარკინსონის დაავადების გამო დამძიმდა, რისგანაც 1984 წლიდან იტანჯებოდა. ექიმებმა ლეგენდარული მოკრივე ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს, ბოლო დღეს კი ხელოვნური სუნთქვის აპარატით ცდილობდნენ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, თუმცა ამაოდ.

მსოფლიოს ერთ-ერთი
ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი სპორტსმენი მუჰამედ ალი (ნამდვილი სახელი კასიუს მარსელუს კლეი-უმცროსი) 1942 წლის 17 იანვარს დაიბადა. კრივით 12 წლიდან დაკავდა. 1960 წელს ის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

პროფესიონალურ დონეზე ალის დებიუტი 1960 წლის 29 ოქტომბერს შედგა. მოკრივემ მძიმე წონაში 61 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 56 მოიგო, მათგან 37 კი ნოკაუტით. ის არის აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში (1964-1966, 1974-1978) და ხუთგზის "წლის სპორტმენი".

კარიერის დასრულების შემდეგ ალი კრივის დიდების დარბაზსა (1987) და მოკრივეთა დიდების საერთაშორისო დარბაზში (1990) შეიყვანეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
The greatest
0
მან შემაყვარა კრივი..უდიდესი ადამიანი იყო..
ალექსანდრე
12:36 04-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული