მაია აზა­რაშ­ვილ­ი: არ მსურს, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ყრი­ლო­ბის არ­ჩე­უ­ლი ვი­ყო

AutoSharing Option
"სპორტის დედოფლის" დიდუბის მანეჟში შაბათს მძლეოსნობის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

წინასწარი ინფორმაციით, იქ თითქოს დიდი აურზაური უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ შენობის პირველი სართულის ფოიეში მხოლოდ რამდენიმე სახელოვანი ათლეტი შევნიშნეთ უკმაყოფილო იერით - ყრილობაზე დასწრების უფლებას არ გვაძლევენო.

სხვა "არსაიდამ ხმა, არსით ძახილი"... თუმცა ამ ერთგვარ ხელოვნურ სიმშვიდეში მცირე ქარიშხლის მოლოდინი მაინც იგრძნობოდა...

ყრი­ლო­ბა­ზე დე­ლე­გა­ტე­ბის წი­ნა­შე მოხ­სე­ნე­ბით წარ­სდ­გა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, რო­მელ­მაც დამ­ს­წ­რეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბო­ლო ორი წლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო.

კერ­ძოდ, ით­ქ­ვა, რომ 2011 წელს ახ­მე­ტელ­მა ლა­შა ღუ­ლე­ლა­ურ­მა ტრაბ­ზონ­ში ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დო­ბის
ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე სამ­ხ­ტომ­ში 15,49 მეტ­რით მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ოქ­როსმე­და­ლო­სანს სან­ტი­მეტ­რით ჩა­მორ­ჩა. მან­ვე შარ­შან სიგ­რ­ძე­ზე ხტო­მა­ში ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­კორ­დი (7,56) და­ამ­ყა­რა.

ახალ­ცი­ხელ­მა ენ­დ­რიკ ზილ­ბერ­შ­ტე­ინ­მა 400 მეტ­რ­ზე რბე­ნა­ში დარ­ბა­ზე­ბის­თ­ვის ქვეყ­ნის მიღ­წე­ვა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა (48,07). წლე­ულს ღუ­ლე­ლა­უ­რი ბარ­სე­ლო­ნა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბა­ზე სამ­ხ­ტო­მელ­თა შო­რის მე-6 იყო.

2012 წე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა სი­მაღ­ლე­ზე მხტო­მელ ზუ­რაბ გო­გო­ჭუ­რის­თ­ვის. იგი "დი­ნა­მო-არე­ნა­ზე" 2,26 მეტ­რ­ზე გა­დე­ბულ თა­მა­სას გა­და­ევ­ლო და 1984 წელს სერ­გეი გო­ლუ­ბო­ვის მი­ერ დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­კორ­დი მოხ­ს­ნა, თუმ­ცა ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზი­ამ­დე 2 სან­ტი­მეტ­რი და­აკ­ლ­და.

სა­მა­გი­ე­როდ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში იას­პა­რე­ზეს და­ვით ილა­რი­ან­მა, ბო­ლეს­ლავ სხირ­ტ­ლა­ძემ და მა­ი­კო გო­გო­ლა­ძემ, რომ­ლებ­მაც სა­ლი­ცენ­ზიო ტურ­ნი­რებ­ზე ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რე­ბი ქვეყ­ნის რე­კორ­დე­ბის დამ­ხო­ბით მო­ი­პო­ვეს: ილა­რი­ან­მა - 110 მეტ­რ­ზე თარ­ჯ­რ­ბენ­ში (13,58), სხირ­ტ­ლა­ძემ (8,12 მ) და გო­გო­ლა­ძემ (6,67 მ) - სიგ­რ­ძე­ზე ხტო­მა­ში.

ახალ­გაზ­რ­და მძლე­ო­სან­მა თე­მურ აბუ­ლაშ­ვილ­მა ბად­რო 54-მეტ­რი­ან ნიშ­ნულს გა­და­ა­ცი­ლა, გი­ორ­გი ონი­ან­მა ურო 57,60 მეტ­რ­ზე ტყორ­ც­ნა, რაც ევ­რო­პა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია. მინ­ს­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე თე­ო­ნა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა და მა­რი­ამ ჩა­კა­ბე­რი­ამ 60 და 200 მეტ­რ­ზე რბე­ნა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს.

ამ­ჟა­მად ჩვენ­თან მძლე­ოს­ნო­ბა­ში 81 მწვრთნე­ლი მუ­შა­ობს, რო­მელ­თა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­თაც 876 სპორ­ტ­ს­მე­ნი ვარ­ჯი­შობს. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით მწვრთნელ­თა რამ­დე­ნი­მე სე­მი­ნა­რი გა­ი­მარ­თა უცხო­ე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით; ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გასაუმჯობესებლად, გა­რე­მონ­ტ­და დი­დუ­ბის მა­ნე­ჟი: და­მონ­ტაჟ­და და ფუნ­ქ­ცი­ო­ნ­ი­რებს გათ­ბო­ბა, კე­თილ­მო­ეწყო გა­სახ­დე­ლე­ბი და საშ­ხა­პე­ე­ბი...

სა­ან­გა­რი­შო მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა არ­ჩევ­ნე­ბი. პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტ­ზე 39-დან 37-მა დე­ლე­გატ­მა მხა­რი ალექ­სი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას და­უ­ჭი­რა.

პირ­ველ ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად ზუ­რაბ ჯი­ქია, ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად ვა­სილ ბე­რიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად ახ­ვ­ლე­დი­ან­მა მაია აზა­რაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა, სე­უ­ლის ოლიმ­პი­ა­დის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ორ­მა კი თა­ვი შე­ი­კა­ვა და მო­სა­ფიქ­რებ­ლად დრო ითხო­ვა. თუმ­ცა მის კან­დი­და­ტუ­რას კენ­ჭი მა­ინც უყა­რეს და დე­ლე­გატ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ხმა მის­ცა.

- არ მსურს, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ყრი­ლო­ბის არ­ჩე­უ­ლი ვი­ყო, - გვითხ­რა მაია აზა­რაშ­ვილ­მა. - არ გა­მარ­თუ­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, რად­გან ფე­დე­რა­ცია ბო­ლო დრომ­დე მა­ლავ­და დღის წეს­რიგს.

აქამ­დე ვი­ცო­დით, რომ მხო­ლოდ ერ­თი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი უნ­და აერ­ჩი­ათ. ამი­ტომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე გვინ­დო­და კენ­ჭის­ყ­რა, კან­დი­და­ტუ­რის წარ­დ­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვე­ცა - არც მე, არც ბირ­თ­ვის კვრა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხალ­ხ­თა სპარ­ტა­კი­ა­დის ჩემ­პი­ონ ტა­რი­ელ ბი­წა­ძეს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­კორ­დ­ს­მენ ბე­სიკ გო­ცი­რი­ძეს.

თბი­ლი­სის მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ბე­დოშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ, ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტიც არ ყო­ფი­ლა, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი თა­მარ შა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ერ­თი­ო­დე თვის წი­ნათ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ისე მოხ­ს­ნეს, არც გა­უ­ფ­რთხილებიათ და მის ად­გი­ლას სხვა და­ნიშ­ნეს მწვრთნელ­თა საბ­ჭოს გვერ­დის ავ­ლით.

ასე რომ, ჩე­მი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოს­ტ­ზე და­სა­ხე­ლე­ბა შოუ იყო. ეს რომ ნდო­მო­დათ, თა­ვის დრო­ზე არ მა­ი­ძუ­ლებ­დ­ნენ, ფე­დე­რა­ცი­ი­დან წა­ვსუ­ლი­ყა­ვი.

ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ სა­ი­მი­სოდ, რომ სა­მარ­თ­ლი­ა­ნი რიგ­გა­რე­შე ყრი­ლო­ბა ჩა­ტარ­დეს, სა­დაც დე­ლე­გა­ტე­ბი რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც იქ­ნე­ბი­ან და ყვე­ლა მსურ­ველს ექ­ნე­ბა კან­დი­და­ტუ­რის წარ­დ­გე­ნის შან­სი, რა­თა არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს.

- ყრი­ლო­ბა­ზე თქვენ ვა­კის მა­ნე­ჟის გა­ყიდ­ვა­ში და­გა­და­ნა­შა­უ­ლეს.
- სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ სა­კითხით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა რო­დის დამ­თავ­რ­დე­ბა. არა­ერ­თხელ ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ: 1991 წელს, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს მა­ნე­ჟი ნუ­ლო­ვან აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­და, მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა თა­მაზ მდი­ნა­რა­ძემ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის­გან 19 ათა­სი დო­ლა­რი ისეს­ხა და იმ ფუ­ლით მა­ნე­ჟის აქ­ცი­ა­თა ნა­წი­ლი შე­ი­ძი­ნა.

სულ, მგო­ნი, 39-მდე აქ­ცი­ო­ნე­რი იყო. ბო­ლოს მა­ნე­ჟი რომ გა­ყი­დეს, ფე­დე­რა­ცი­აც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვი­სი წი­ლიც გა­ე­ყი­და. იმ ფუ­ლის ნა­წი­ლით ვა­კე­ში ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის ოფი­სი შე­ვი­ძი­ნეთ, 300 ათა­სი დო­ლა­რი კი ფე­დე­რა­ცი­ის ან­გა­რიშ­ზე დავ­ტო­ვეთ. შემ­დეგ რა ბე­დი ეწია ამ თან­ხას, ვერ გეტყ­ვით...

ალექ­სი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი: "არ­ჩევ­ნე­ბი ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­და. ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პრე­სა­ში, ანუ იმის თქმა მინ­და, რომ წეს­დე­ბის­თ­ვის არ გა­დაგ­ვიხ­ვე­ვია.

რო­გორც ნა­ხეთ, კენ­ჭის­ყ­რა ღია და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე იყო - 39 დე­ლე­გა­ტი­დან 37-მა მხა­რი და­მი­ჭი­რა. რაც შე­ე­ხე­ბა აზა­რაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რის გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად და­სა­ხე­ლე­ბას, ეს არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვი­თი - ჩე­მი და ჩე­მი კო­ლე­გე­ბის კე­თი­ლი ნე­ბაა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ფარ­თო გზა მივ­ცეთ, რად­გან უამ­რა­ვი საქ­მე გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

წლე­ულს ოთხ­მა ჩვენ­მა სპორ­ტ­ს­მენ­მა სა­გა­ი­სოდ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში სა­ას­პა­რე­ზოდ ლი­ცენ­ზიები მო­ი­პო­ვა.

კი­დევ ორი ათ­ლე­ტის იმე­დი გვაქვს. თან მედ­ლებ­ზეც ვფიქ­რობთ. სა­ა­მი­სოდ კი ინ­ფ­რას­ტუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა. ასე რომ, ახ­ლა და­პი­რის­პი­რე­ბის დრო არ არის. ვი­საც ქარ­თუ­ლი მძლე­ოს­ნო­ბის­თ­ვის სი­კე­თე უნ­და, გვერ­დით დაგ­ვიდ­გეს და ერ­თად ვა­კე­თოთ სა­ერ­თო საქ­მე".


რო­ბერტ შავ­ლა­ყა­ძე, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი სი­მაღ­ლე­ზე ხტო­მა­ში: "მე ვე­თან­ხ­მე­ბი ბა­ტონ ალექ­სი ახ­ვ­ლე­დი­ანს. ამ პი­როვ­ნე­ბის მოს­ვ­ლის შემ­დეგ ჩვენ­თან შე­ჯიბ­რე­ბა შე­ჯიბ­რე­ბას და­ემ­ს­გავ­სა, პირ­ვე­ლად ვი­ხი­ლეთ მსა­ჯე­ბი ტურ­ნი­რებ­ზე ერ­თი­ა­ნი ფორ­მით.

ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, დი­დუ­ბის მა­ნე­ჟი გათ­ბა და სპორ­ტ­ს­მე­ნებს ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. მძლე­ოს­ნო­ბა­ში მა­სობ­რი­ო­ბამ იმა­ტა, შე­დე­გე­ბიც წა­მო­ვი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახალ­გაზ­რ­დებ­ში. ასე რომ, ყვე­ლა­ფერს ხაზს ნუ გა­და­ვუს­ვამთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"