თბილისის სპორტის სასახლემ მძლეოსნობაში "კავკასიის თასს" უმასპინძლა

AutoSharing Option
საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ლატვიის 100-მდე ათლეტი მონაწილეობდა "კავკასიის თასის" ღია გათამაშებაში, რომელსაც თბილისის მძლეოსნობის სასახლემ უმასპინძლა.

დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფლის" ისტორიაში მსგავსი შეჯიბრება პირველად გაიმართა. ეს ასპარეზობა ერთგვარი რეპეტიცია იყო ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატისთვის (III ლიგა), რომელიც ჩვენს დედაქალაქში წლეულს 21-22 ივნისს ჩატარდება.

განახლებულ სასახლეში მედლების 16 კომპლექტი გათამაშდა, საიდანაც საქართველოს სპორტსმენებმა 10 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

- ჩვენი ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტის, ალექსი ახვლედიანის ინიციატივით, კარგ შეჯიბრებას ჩაეყარა საფუძველი, - გვითხრა
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა. - მსგავს შეჯიბრებას ზაფხულშიც გავმართავთ ევროპის ჩემპიონატამდე. მაშინ საასპარეზოდ მეტი ქვეყნის წარმომადგენლები გვეწვევიან. უკვე გვაქვს თანხმობა უკრაინის, ბელორუსისა და მოლდოვის ფედერაციებისგან, რომ არაფერი ვთქვათ კავკასიის თასის გათამაშებაში ამჟამად მონაწილე გუნდებზე.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მომზადებულნი შევხვდეთ ევროპის პირველობას და იქ ისეთი შედეგები ვაჩვენოთ, რომ მესამე ლიგიდან უმაღლეს ეშელონში გადავინაცვლოთ. ამ დღეებში 14 მძლეოსნისგან შემდგარი ჩვენი გუნდი თურქეთში გაემგზავრება და ბალკანეთის ქვეყნების ღია ჩემპიონატში იასპარეზებს. იმედია, ჩვენი გოგო-ბიჭები იქიდანაც ხელდამშვენებულნი დაბრუნდებიან.

სოლტან ბაბაევი, აზერბაიჯანის დამსახურებული მწვრთნელი: ჩემი ჭაბუკობისას, მახსოვს, რეგულარულად ტარდებოდა მძლეოსნობაში ამიერკავკასიის ჩემპიონატები, რომლებშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იგი ხელს უწყობდა როგორც სპორტსმენთა ოსტატობის დახვეწას, ისე მათ შორის მეგობრობის განმტკიცებას. ამიტომ მივესალმები საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის, კერძოდ, მისი თავკაცის ინიციატივას ამიერკავკასიის თასის გათამაშების შესახებ. იმედია, რომ შეჯიბრებას გაგრძელება ექნება...

ახლა კი ამიერკავკასიის თასის პირველი გათამაშების ტექნიკურ შედეგებს გაგაცნობთ, მანამდე კი შევნიშნავთ, რომ საერთო ჩათვლაში მოგროვებული ქულებით ქალებში მაიკო გოგოლაძემ (1030 ქულა), ვაჟებში კი ლაშა თორღვაიძემ (1082) გაიმარჯვა. ორივე სპორტსმენი ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

კვარცხლბეკი
ქალები. 60 მ. 1. ვალერია ბალიანინა (აზერბაიჯანი, 7,83), 2. აშკენ ჰოვანესიანი (სომხეთი, 7,93), 3. ელენა პეხტირევა (აზერბაიჯანი, 7,94). 400 მ. 1. მარიამ მარტინენკო (საქართველო, 1.00,06), 2. გაიანე ჩილოიანი (1.01,18), 3. ლილიტ არუტუნიანი (ორივე - სომხეთი, 1.02,96). 800 მ. 1. შაფა მამმადოვა (აზერბაიჯანი, 2.16,10), 2. თინათინ პაპუაშვილი (საქართველო, 2.17,12), ანა კარჰანიანი (სომხეთი, 2.21,67). 60 მ/თ. 1. ეკატერინა სოკოლოვა (აზერბაიჯანი, 8,95), 2. მაიკო გოგოლაძე (8.98), 3. ნინო კობაიძე (ორივე - საქართველო, 10,27). სიგრძე. 1. მაიკო გოგოლაძე (საქართველო, 6,20), 2. სატენიკ ჰოვანესიანი (სომხეთი, 6,00), 3. ეკატერინა არიევა (აზერბაიჯანი, 5,36). სიმაღლე. 1. ეკატერინა ბირიუკოვა (აზერბაიჯანი, 163), 2. ვიქტორია შიშლოვა (160), 3. მარიამ მწითური (ორივე - საქართველო, 155). სამხტომი. 1. სატენიკ ჰოვანესიანი (სომხეთი, 12,64), 2. თათია პაიკიძე (საქართველო, 12,24).

კაცები. 60 მ. 1. ირაკლი აშორტია (საქართველო, 6,99), 2. ვალენტინ ბულიცევი (აზერბაიჯანი, 7,12), 3. დენის ჟვანია (საქართველო, 7,18). 400 მ. 1. ნიკა კარტავცევი (საქართველო, 49,74), 2. იბრაგიმ აჰმედოვი (აზერბაიჯანი, 50,77), 3. ნარეკ გუკასიანი (სომხეთი, 51,00). 800 მ. 1. ტიგრან მკრტიჩიანი (სომხეთი, 1.55,98), 2. თენგიზ ღვინჯილია (საქართველო, 1.56,52), 3. ვუგარ ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი, 1.57,43). 60 მ/თ. 1. დავით ილარიანი (საქართველო, 8,07), 2. კრისტაპს სიეტინსი (ლატვია, 8,21), 3. რაგიბ მამადოვი (აზერბაიჯანი, 8,23). სიგრძე. 1. ბოლესლავ სხირტლაძე (საქართველო, 7,63), 2. არსენ სარგისიანი (7,58), 3. ვარდან პახლევანიანი (ორივე - სომხეთი, 7,54). სიმაღლე. 1. ზურაბ გოგოჭური (საქართველო, 207), 2. აზერ აჰმადოვი (აზერბაიჯანი, 204), 3. კარაპეტ სუკიასინი (სომხეთი, 194). სამხტომი. 1. ლაშა თორღვაიძე (საქართველო, 16,32), 2. ლევონ აგასიანი (სომხეთი, 15,92), 3. ნაზიმ ბაბაევი (აზერბაიჯანი 15,76). ბირთვი. 1. ბენიკ აბრამიანი (საქართველო, 16,08), 2. ტოფიგ მამადოვი (15,72), 3. რასიმ ბაბაევი (ორივე - აზერბაიჯანი, 13,74). 1500 მ. 1. დავით ხარაზიშვილი (საქართველო, 4.07,20), 2. ერვანდ მკრტიჩიანი (სომხეთი, 4.08,06), 3. გიგლა ზილბერშტეინი (საქართველო, 4.10,03).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ სიგრძეზე ხტომას არა უშავს, მაგრამ აქაც, მსოფლიოზე რომ ყოფილიყო ეს გოგონა, იქნებოდა 22ე ანუ 12 კაციანი ფინალიდან ძალიან შორს (6.57 გადიოდა ფინალში).
jondi
15:15 18-02-2014
0
ხალხო, ნაჩვენებ შედეგებს მაინც ნუ წერთ, სირცხვილია. :( მარტო ადგილები დაწერეთ ხოლმე.

ყველაზე ნორმალური შედეგ აქვს სამმხტომელს (იმედია ახალგაზრდაა და მოუმატებს) და ისიც, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ყოფილიყო, 22 მონაწილეს შორის დაიკავებდა 19 ადგილს და ფინალში ვერ გავიდოდა (12 გადიოდა და ამისთვის საჭირო იყო 16.63 მ ჩვენება).
jondi
15:11 18-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული