შეჯიბრებაში საქართველოს სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების მონაწილე დავით ილარიანმა და ლაშა თორღვაიძემ იყოჩაღეს. ილარიანმა 60 მეტრი თარჯებით 7,8 წამში დაფარა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
თორღვაიძემ სამხტომში 16.15 მეტრით დაიკავა მეორე ადგილი. მართალია, კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ, მაგრამ კარგი შედეგები აჩვენეს 400 მეტრზე რბენაში ნიკა კარტავცევმა და დენის ჟვანიამ. ბალკანეთის ქვეყნების საზაფხულო ჩემპიონატი რუმინეთში გაიმართება და ჩვენები იქაც მოსინჯავენ ძალებს, რომ უკეთ მოემზადონ ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე ლიგის შეჯიბრებისთვის, რომელსაც თბილისი 21-22 ივნისს
თბილისის მძლეოსნობის სასახლეში კი 1999-2000 წლებში დაბადებულმა გოგო-ბიჭებმა იასპარეზეს. სწორედ ამ ასაკის სპორტსმენები გამოვლენ თბილისში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში. ამიტომ მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
- გვიხარია, რომ ჩვენი სპორტსმენები შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე ზრდიან შედეგებს, - გვითხრა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიაშვილმა. - მაგალითად, ჭოკით მხტომელმა დიანა ზოლოტუხინამ 272 სანტიმეტრი დაძლია და ქვეყნის ახალი მიღწევით დაიკავა პირველი ადგილი. ბადრი ქიმაძემ ბადრო 46,3 მეტრზე ტყორცნა, ნინო წიქვაძემ კი ურო 48-მეტრიან ნიშნულს გადააცილა.
ამ შეჯიბრებაზე უკონკურსოდ დავუშვით სიგრძეზე მხტომელი საბა კურდღელია, რომელიც 6,88 მეტრზე გადახტა. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ იგი ბაქოში აუცილებლად მოიპოვებს მსოფლიოს ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას, რომელიც წლეულს ჩინეთში გაიმართება.
იქ გამგზავრების და წარმატების შანსი აქვთ, ასევე, ბადროს მტყორცნელ თემურ აბულაშვილს, სამმხტომელ გოგა მაღლაკელიძეს, სიგრძეზე მხტომელ მარი ძაგნიძესა და უროს მტყორცნელ გიორგი ონიანს. ასე რომ, ქართული მძლეოსნობა უწინდელ ტრადიციებს ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებს.
აქვე თბილისის მძლეოსნობის სასახლეში 1999-2000 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა საქართველოს ზამთრის პირველობის შედეგებს გაგაცნობთ.
კვარცხლბეკი
გოგონები. 60 მ. 1. ელენე ტოლსტოვა (ოზურგეთი, 8,45), 2. ალიონა თათარაშვილი (ფოთი, 8,52), 3. ანა კონსტანტინიდი (თბილისი, 8,66). 200 მ. 1. სალომე მენთეშაშვილი (28,00), 2. ანა კონსტანტინიდი (ორივე - თბილისი, 28,66), 3. ელენე ტოლსტოვა (ოზურგეთი, 28,96). 400 მ. 1. სალომე მენთეშაშვილი (თბილისი, 1.03,26), 2. ელენე კუპრავა (მარტვილი, 1.09,65), 3. სვეტლანა ტოპჩიანი (ახალციხე, 1.11,08). 800 მ. 1. მარი ფხაკაძე (ჭიათურა, 2.29,85), 2. ნინა ცერცვაძე (თბილისი, 2.34,48), 3. მართა ჯვარიძე (ახალციხე, 2.36,22). 1500 მ. 1. მარი ფხაკაძე (ჭიათურა, 5.12,51), 2. ნინა ცერცვაძე (ვანი, 5.22,59), 3. მართა ჯვარიძე (ახალციხე, 5.22,75). 3000 მ. 1. მარი ფხაკაძე (12.19,68), 2. ირინა ფხალაძე (ორივე - ჭიათურა, 12.26,45), 3. გვანცა რამიშვილი (ვანი, 12.52,12). 60 მ/თ. 1. ანა გუგუნიშვილი (თბილისი, 11.44), 2. მარი ფხალაძე (ჭიათურა, 12,08), 3. თათია ჯაბუა (თბილისი, 12,75). სიგრძე. 1. ჯანეტ გოდაბრელიძე (თბილისი, 4,90), 2. მარი სანაია (მარტვილი, 4,41), 3. მარი მეჯიდოვი (აჭარა, 4,38). სიმაღლე. 1. მარი მწითური (თბილისი, 155), 2. მარი მეჯიდოვი (აჭარა, 140), 3. ნათია მწითური (თბილისი, 135). სამხტომი. 1. ელისო დანელია (მარტვილი, 9,68), 2. დიანა ზოლოტუხინა (9,68), 3. ქეთი შველიძე (ორივე - თბილისი, 9,50). ჭოკი. 1. დიანა ზოლოტუხინა (272), 2. სალომე ინჯგია (200), 3. თამარ დავითური (სამივე - თბილისი, 190). ბირთვი. 1. სალომე თურმანიძე (თბილისი, 10,28), 2. გვანცა ბოჭორიშვილი (გორი, 9,07), 3. ანა ჩოხელი (თბილისი, 8,73). ბადრო. 1. ნინო წიქვაძე (თბილისი, 43,65), 2. გვანცა ბოჭორიშვილი (გორი, 31,43), 3. ნინო მაისურაძე (თბილისი, 28,82). ურო. 1. ნინო წიქვაძე (48,02), 2. მარიამ აბუაშვილი (ორივე - თბილისი, 25,61). 4X200 მ. 1. თბილისი I (1.56,36), 2. თბილისი II (2.02,81), 3. მარტვილი (2.06,24).
ვაჟები. 60 მ. 1. რომან ბადრიძე (7,50), 2. გიორგი დობორჯგინიძე (7,87), 3. გიორგი ჩოგოვაძე (სამივე - თბილისი, 7,97). 200 მ. 1. დავით ლუკავა (ზუგდიდი, 24,89), 2. რუბენ აბესაძე (ქუთაისი, 25,81), 3. გიორგი ბაციკაძე (თბილისი, 26,31). 400 მ. 1. გუჯა მახნიაშვილი (თბილისი, 56,68), 2. რუბენ აბესაძე (ქუთაისი, 57,77), 3. ირაკლი ბაგდავანიძე (ბორჯომი, 57,86). 800 მ. 1. გუჯა მახნიაშვილი (2.11,58), 2. სოინ გასანოვი (2.12,09), 3. დავით აბესაძე (სამივე - თბილისი, 2.12,61). 1500 მ. 1. დავით აბესაძე (4.39,74), 2. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (ორივე - თბილისი, 4.54,81), 3. გიორგი გრიგალაშვილი (ხარაგაული, 5.02,95). 3000 მ. 1. დავით აბესაძე (10.09,71). 2. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (10.15,18), 3. გიორგი ჩიტიშვილი (სამივე - თბილისი, 10.24,69). 60 მ/თ. 1. დავით ლუკავა (ზუგდიდი, 8,71), 2. მურთაზ მეგენეიშვილი (9,76), 3. ლუკა კურდღელია (ორივე - ქუთაისი, 11,95). სიგრძე. 1. რომან ბადრიძე (5,95), 2. ვლადიმერ ამირგულიანი (ორივე - თბილისი, 5,50), 3. ირაკლი ბერუაშვილი (გორი, 5,30). სიმაღლე. 1. ბესო სოხაძე (170), 2. ზურაბ მიქაია (165), 3. მიხეილ ცანავა (სამივე - თბილისი, 150). სამხტომი. 1. ირაკლი ბერუაშვილი (გორი, 11,86), 2. ლუკა კურდღელია (ქუთაისი, 10,36). ჭოკი. 1. მიხეილ ცანავა (3,00), 2. ლაშა ქარქუსაშვილი (2,90), 3. დიმა ზოლოტუხინი (სამივე - თბილისი, 2,30). ბირთვი. 1. გიორგი კეთილაძე (ხონი, 16,03), 2. ბადრი ქიმაძე (12,95), 3. გიორგი ალფენიძე (ორივე - თბილისი, 12,03). ბადრო. 1. ბადრი ქიმაძე (46,30), 2. ლაშა-გიორგი გურგენიძე (ორივე - თბილისი, 31,43), 3. ირაკლი ლატარია (ზუგდიდი, 31,18). ურო. 1. გიორგი ონიანი (62,80), 2. გურამ სამხარაძე (46,46), 3. ქართლოს ტიგინაშვილი (სამივე - თბილისი, 43,05). 4X200. 1. ბორჯომი (1.49,75), 2. თბილისი (1.49,93), 3. აჭარა (1.55,86).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"