ხოხვით ფინიშამდე: ბოლო 50 მეტრი ძალა გამოელია

AutoSharing Option
საინტერესო ფინიში ჰქონდა ამერიკის ქალაქ ოსტინში გამართულ მარათონს. 29 წლის კენიელი უშლინ ნგეტიკი თითქმის მთელი დისტანცია ლიდერობდა გარბენს, მაგრამ გამარჯვებამდე 50 მეტრით ადრე ძალა გამოელია და ასფალტზე დაეცა.

სპორტსმენთან ექიმები მიცვივდნენ სავარძლით, მაგრამ მორბენალმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ფინიშამდე ხოხვით მისვლა გადაწყვიტა: დახმარებისთვის რომ მიემართა, დისკვალიფიკაციას მიიღებდა.

"მადლობა ღმერთს, რომ ამის გაკეთება შევძელი! ბოლო ორი კილომეტრი საერთოდ არ მახსოვს. ჯერაც ვერ გამირკვევია, საერთოდ როგორ გადავკვეთე ფინიშის ხაზი", - განაცხადა ნგეტიკმა.

საბოლოოდ, კენიელმა ბრინჯაოს მედალი მიიღო; აგრეთვე, საბრძოლო სულის გამოვლენისთვის ფულადი
პრემია დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვივა აფრიკა,მებრზოლი ხალხია,და ხელს ცხოვრებაზე არასდროს ტშაიქნევენ.სუიციდი იკ არ არსებობს
kako
10:08 18-02-2015
0
ტუ ვინმეს გაუგია ხორვaტი ტან მოვარჯისჰე კალი,ბლანკა ვასიცჰი,masac ak egeti gaketebuli,ogond is chempioni gaxda
mesxel
11:17 18-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული