ჩვენგან ტურნირში ლიდერთა უმეტესობა იასპარეზებს. გამოვლენ ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონები: ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ჯაბა მოსეშვილი, ზურაბ მესტვირიშვილი და სხვები. მხოლოდ ქალთა ნაკრებს გამოაკლდა ბოლო წლების უცვლელი წევრი იულია ლობჟანიძე, რომელსაც ვარჯიში აკლდა. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ
მის ნაცვლად ასმათ დიასამიძე წაიყვანეს, ვინც ოპერაცია გაიკეთა და გარკვეული პერიოდი აქტიურ სპორტს ჩამოშორებული იყო, მხოლოდ მწვრთნელად მუშაობდა (მისი პირადი მოსწავლეა ლინდა დავითაძე, რომელიც დამაკმაყოფილებლად გამოვიდა იმავე ბათუმის ტურნირზე). თან მსუბუქადაც ვარჯიშობდა, ახლა კი სერიოზულად გადაწყვიტა დაბრუნება.
ეს შეჯიბრება კვირას დასრულდება და საკმაოდ მაღალი საპრიზო ფონდიცაა - ჩემპიონი ჯილდოდ 1000 ევროს მიიღებს, მომდევნო პრიზიორები კი, შესაბამისად, 500-ს და 300-ს. გუნდურ პირველობაში ცალკე იქნება ჯილდოები.