იულია ლობჟანიძე ბაქოს საერთაშორისო ტურნირს დააკლდება

AutoSharing Option
დღეს ბაქოში მშვილდოსანთა საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობას თბილისის, აჭარისა და ქუთაისის გუნდები მიიღებენ. ჩვენები დაახლოებით 20-კაციანი გუნდით წავიდნენ ბაქოში, რომელთა უმრავლესობასაც ბათუმელი და ხელვაჩაურელი მშვილდოსნები შეადგენენ. 3 კაცი წავიდა ქუთაისიდან, 6 - თბილისიდან. მათ შორის პარასპორტსმენებიც არიან.

ჩვენგან ტურნირში ლიდერთა უმეტესობა იასპარეზებს. გამოვლენ ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონები: ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ჯაბა მოსეშვილი, ზურაბ მესტვირიშვილი და სხვები. მხოლოდ ქალთა ნაკრებს გამოაკლდა ბოლო წლების უცვლელი წევრი იულია ლობჟანიძე, რომელსაც ვარჯიში აკლდა. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ
ოქტომბერში ბათუმში გამართული აჭარის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ ის მწვრთნელებმა გაათავისუფლეს და უკრაინაში, ლვოვში გაუშვეს ოჯახის წევრების მოსანახულებლად. მოგეხსენებათ, ის წარმოშობით ლვოვიდანაა  და მისი ოჯახი დღესაც იქ ცხოვრობს, ხოლო წასასვლელად ყველაზე მოსახერხებელი დრო შემოდგომა იყო, რადგან ბაქოდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად გადადიან საგაისო სეზონისთვის მზადებაზე.

მის ნაცვლად ასმათ დიასამიძე წაიყვანეს, ვინც ოპერაცია გაიკეთა და გარკვეული პერიოდი აქტიურ სპორტს ჩამოშორებული იყო, მხოლოდ მწვრთნელად მუშაობდა (მისი პირადი მოსწავლეა ლინდა დავითაძე, რომელიც დამაკმაყოფილებლად გამოვიდა იმავე ბათუმის ტურნირზე). თან მსუბუქადაც ვარჯიშობდა, ახლა კი სერიოზულად გადაწყვიტა დაბრუნება.

ეს შეჯიბრება კვირას დასრულდება და საკმაოდ მაღალი საპრიზო ფონდიცაა - ჩემპიონი ჯილდოდ 1000 ევროს მიიღებს, მომდევნო პრიზიორები კი, შესაბამისად, 500-ს და 300-ს. გუნდურ პირველობაში ცალკე იქნება ჯილდოები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული