დავით ქირია K1-ში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
K1-ში 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი ტურები აპრილში დაიწყო.

ჩვენთვის ეს მოვლენა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ტურნირში მონაწილეობას ქართველი მებრძოლი დავით ქირია იღებს.

20 აპრილს მილანში დავით ქირიამ ბელორუს იური ბესმერტნის აჯობა, ხოლო 28 სექტემბერს ლოს ანჯელესში გამართულ შეხვედრაში ჰოლანდიელი მებრძოლი მურტჰალ გრონჰერტი დაამარცხა, რომელიც K1-ში 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ამ ორთაბრძოლის სრული ვიდეო შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.

23 ნოემბერს კი ნიუ იორკში მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება, რომელშიც ქართველი მებრძოლიც იასპარეზებს.

"მეტოქე ძალიან სერიოზ
ული და ამავდროულად, ჩემზე მაღალიც
იყო, თუმცა ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა.

აქცენტი პრესინგსა
და ხელით მუშაობაზე მქონდა გაკეთებული. ამისთვის კი დიდი ფიზიკური ძალაა საჭირო, რისთვისაც საქართველოსა და ჰოლანდიაში 6-7 კვირა ვემზადებოდი.

საბოლოო ჯამში, ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო.

მომავალი კვირიდან კი მომზადებას მსოფლიო ჩემპიონატისათ
ვის დავიწყებ. სულ 2 ბრძოლა ჩატარდება, ნახევარფინალი და ფინალი", - განაცხადა ჩვენთან საუბარში დავით ქირიამ.

აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალში ქირიას გარდა გასულები არიან: ჯორჯ პეტროსიანი (იტალია), რობინ ვან როსმალენი (ჰოლანდია) ენდი რისტი (სურინამი).

2012 წელს ქირია ჯორჯ პეტროსიანთან დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წყარო: adami.ge
სიახლეები პოპულარული