ნოვგოროდში დამთავრდა აკრობატთა საერთაშორისო ტურნირი ვოლკოვის თასზე, რომელშიც საქართველოს შვიდი სპორტსმენი (მწვრთნელი ნინო ბერიანიძე) მონაწილეობდა.
განსაკუთრებით, გოგონათა სამეულმა იყოჩაღა - მარიამ ფოფხაძემ, სოფიო გოგლიძემ და ნანა ჩაკვეტაძემ 80.650 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს.
საქართველოს წარმომადგენლებს რუსებმა (სოფია კრულოვა, ვალერია გრიშკინა, ანასტასია შეპელოვა (რუსეთი, 83.050) და ყაზახებმა (ალექსანდრა ბალაგუტინა, ეკატერინა პეტრიშინა, ალიონა კისელიოვა, 82.000) აჯობეს.
შეჯიბრებაზე ანი ჯოხაძისა და გიგლა იმნაძის შერეულმა წყვილმა მე-4, ხოლო გიორგი ოქროპირიძისა და ტარიელ სირაძის ვაჟთა წყვილმა მე-5 ადგილი დაიკავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:05 21-08-2015
ქართველმა აკრობატებმა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული