სალომე ფაჟავამ მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე უძლიერესმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმა მოიყარეს თავი ყაზანში, სადაც სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დიდი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა - მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპი გათამაშდა.

საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე, სხვადასხვა ტურნირის მედალოსნები - იანა კუდრიავცევა, მარგარიტა მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა (სამივე - რუსეთი), მელიტინა სტანიუტა, კაციარინა ჰალკინა (ბელორუსი), ნეტა რივკინი (ისრაელი), ჯე იონ სონი (კორეა), ნევიანა ვლადინოვა (ბულგარეთი), ქსენია მუსტაფაევა (საფრანგეთი), ლაურა ზენგი (აშშ) და სხვები.

ტიტულის მაძიებელთა შორის გახლდათ ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა. სულ მედლებისთვის
პაექრობაში 48 სპორტსმენი ჩაება. ფაჟავამ მრავალჭიდში 69.950 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილი დაიკავა, ამასთანავე, სამი საგნით ვარჯიშში ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

სალომემ განსაკუთრებით გურზებით იყოჩაღა - 17.750 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ბურთით მეშვიდე, რგოლით კი მერვე იყო.

კვარცხლბეკი
მრავალჭიდი
1. მარგარიტა მამუნი (75.550), 2. იანა კუდრიავცევა (75.250), 3, ალექსანდრა სოლდატოვა (74.300).

გურზები
1. მარგარიტა მამუნი (19.100), 2. ალექსანდრა სოლდატოვა (18.300), 3. სალომე ფაჟავა (17.750).

ბურთი
1. მარგარიტა მამუნი (19.050), 2. ალექსანდრა სოლდატოვა (18.450), 3. მელიტინა სტანიუტა (18.100)... 7. სალომე ფაჟავა (16.150).

რგოლი
1. მარგარიტა მამუნი (19.100), 2. ალექსანდრა სოლდატოვა (18.500), 3. ჯე იონ სონი (კორეა)... 8. სალომე ფაჟავა (15.350).

ბაბთა
1. მარგარიტა მამუნი (19.100), 2. ალექსანდრა სოლდატოვა (18.400), 3. მელიტინა სტანიუტა (18.300).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული