_ 27 ქვეყნის სპორტსმენები იბრძოლებენ მედლებისთვის, _ გვითხრა ჩემპიონატზე გამგზავრების წინ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ. _ ჩვენი მთავარი მიზანია ფინალში შესვლა. შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ჭანტურიამ და კორახაშვილმა პირველად იასპარეზეს უფროსებში, 353 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდნენ. მას შემდეგ 16 თვე გავიდა.
12:20 09-08-2010
მთავარი მიზანი ფინალში შესვლაა
AutoSharing Option
ბუდაპეშტში გრძელდება საწყლოსნო სახეობათა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველთგან წყალმხტომელები _ ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი იასპარეზებენ. 12 აგვისტოს ისინი სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში მოსინჯავენ ძალებს, მომდევნო დღეს კი ამავე დისციპლინაში ინდივიდუალურად გაეჯიბრებიან ასპარეზობის მონაწილეებს.
_ 27 ქვეყნის სპორტსმენები იბრძოლებენ მედლებისთვის, _ გვითხრა ჩემპიონატზე გამგზავრების წინ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ. _ ჩვენი მთავარი მიზანია ფინალში შესვლა. შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ჭანტურიამ და კორახაშვილმა პირველად იასპარეზეს უფროსებში, 353 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდნენ. მას შემდეგ 16 თვე გავიდა.
ამ ხნის განმავლობაში ბიჭებს გამოცდილება დაუგროვდათ. ჯერ ფინას მსოფლიოს გრან-პრის ჩინეთის ეტაპზე იყოჩაღეს, წლეულს მსგავსი შეჯიბრების მე-5 ტურნირზე იტალიის ქალაქ ბოლცანოში 362,5 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდნენ, ხოლო სამიოდე კვირის წინათ მადრიდში 381,99 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედალოსნებს მხოლოდ 7,56 ქულით ჩამორჩნენ. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ყველა ხარვეზი გავითვალისწინეთ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასაც სათანადო ყურადღება მივაქციეთ. ჭანტურიამ და კორახაშვილმა საკონტროლო ხტომებიც კარგად შეასრულეს. უნგრეთის დედაქალაქშიც ვადამდე ჩავალთ, ისევ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით და რამდენიმე დღეს იქაც ვივარჯიშებთ, რომ ღია აუზის პრობლემაც მოვხსნათ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, რვა საუკეთესოში მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. ფავორიტებად შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პეკინის ოლიმპიადის პრიზიორებს _ ილია კვაშას და ალექსეი პრიგოროვს (უკრაინა) მიიჩნევენ, თუმცა მათ დიდი ბრძოლა მოუწევთ ინდივიდუალურში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის დიმიტრი საუტინისა და იური კუნაკოვის რუსულ დუეტთან, რომელიც პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი და ევროპის შვიდგზის ჩემპიონია. ვფიქრობ, საპრიზო ადგილებისთვის იტალიელი ძმები მარკონებიც იბრძოლებენ.
_ 27 ქვეყნის სპორტსმენები იბრძოლებენ მედლებისთვის, _ გვითხრა ჩემპიონატზე გამგზავრების წინ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ. _ ჩვენი მთავარი მიზანია ფინალში შესვლა. შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ჭანტურიამ და კორახაშვილმა პირველად იასპარეზეს უფროსებში, 353 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდნენ. მას შემდეგ 16 თვე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული