წყალმხტომელებმა ინდივიდუალურში ვერ იყოჩაღეს

AutoSharing Option
შანხაიში საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე წყალმხტომელებმა გუშინ ასპარეზობა დაამთავრეს სამმეტრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომებში.

შეჯიბრების 52 მონაწილეს შორის ძალებს ცდიდნენ ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი, რომლებმაც სინქრონულ ხტომებში მე-12 ადგილი დაიკავეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჭოლამ 356.45 ქულას მოუყარა თავი და 36-ე ადგილით დაკმაყოფილდა, შოთამ 313.50 ქულით 44-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი ჩინელმა ჩონ ჰიმ (554.30 ქულა) მოიპოვა. გამარჯვებულს 45.35 ქულით ჩამორჩა რუსი ილია ზახაროვი. 493.55 ქულით მესამე იყო ევგენი კუზნეცოვი (რუსეთი). ჩინელ კაი ქინს, რომელიც საკვალიფიკაციოში 504.75 ქულით პირველი იყო,
საბოლოოდ მე-4 ადგილი (481.91) ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული