ერიკ ცაბელს ძველი ცოდვები არ აპატიეს

AutoSharing Option
რუსულმა საჯინიბო "კატიუშამ" სამუშაოს ჩამოაშორა თავისი ერთ-ერთი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი გერმანელი ველომრბოლი ერიკ ცაბელი, რომელმაც ორი დღის წინ, დოპინგის გამოყენება აღიარა. "კატიუშაში" ცაბელი 2012 წლიდან მუშაობდა.

განცხადებაში წერია, რომ მართალია, ცაბელის მხრიდან ანტისადოპინგო კანონის დარღვევა არ უკავშირდება გერმანელის "კატიუშაში" მუშაობას, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოეთხოვოს ამ სპეციალისტს.

"გუნდი "კატიუშა" ორგანიზაცია "მოძრაობა სუფთა ველოსპორტისთვის" წევრია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მკაცრ ანტისადოპინგო პოლიტიკას", - აცხადებს ველოსაჯინიბოს პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, რომ ცაბელმა გერმანულ პრესას მოუყვა იმის შესახებ, რომ 1996-2003 წლებში აკრძალულ პრეპარატებს იყენებდა. თავის დროზე,
გერმანელი ერთ-ერთ საუკეთესო სპრინტერად იყო მიჩნეული და ექვსჯერ გახდა ტურ დე ფრანსზე სპრინტერული ჩათვლის გამარჯვებული. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ცაბელს მოგებული აქვს სამი მედალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ერიკ ცაბელი: დოპინგს მეც ვიღებდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული