აფრიკამ ტურ დე ფრანსზე შეაღწია

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკულმა ველოსაჯინიბომ, MTN-Qhubeka-მ 2015 წლის ტურ დე ფრანსისთვის "უაილდ ქარდი" მიიღო და პირველი აფრიკული ველოგუნდი გახდება ფრანგული ველომარათონის ისტორიაში. ამის შესახებ ტურ დე ფრანსის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა.

14 იანვარს გამოცხადდა წლევანდელი ტურის მონაწილე 22 გუნდის სია. ჩამონათვალში ავტომატურად მოხვდა ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირის (UCI) მსოფლიოს ტურში მონაწილე 17 გუნდი. MTN-Qhubeka-ს გარდა, სპეციალური მიწვევა მიიღო სამმა ფრანგულმა გუნდმა (Cofidis, Bretagne-Seche Environnement, Europcar) და გერმანულმა Bora-Argon 18-მა.

2015 წელს MTN-Qhubeka-ს რიგები შეავსეს ისეთმა სახელოვანმა მრბოლელებმა, როგორებიც არიან: ნორვეგიელი ედვალდ ბოასონ ჰაგენი, ამერიკელი ტაილერ
ფარარი, ავსტრალიელი მეტიუ ჰოსი და ჰოლანდიელი ტეო ბოსი.

წლევანდელი ტურ დე ფრანსი 5 ივლისს, ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში დაიწყება, ხოლო ფინიში 26 ივლისს, ტრადიციულად, პარიზში შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული