ჟაკ როგე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიდის

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს მუშაობას ორგანიზაციაში დაკავებული თანამდებობის დატოვების შემდეგ.

"მე დავტოვებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, - ამბობს სააგენტო "ფრანს პრესთან" კომენტარში ბელგიელი ჩინოვნიკი. - შემეძლო კომიტეტის წევრად დავრჩენილიყავი მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს ძალიან გრძელი გზაა. მიმაჩნია, რომ ახალ პრეზიდენტს არ უნდა ჰყავდეს გარემოცვაში ძველი ხელმძღვანელი.

მჯერა, რომ მე მომიხსენიებენ პრეზიდენტად, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ახალი ხელმძღვანელისთვის მტკიცე და ეფექტური კომიტეტის გადაცემა. მიმაჩნია, რომ საკმარისი
გავაკეთე, მეტად მკაცრი ვიყავი დოპინგთან ბრძოლის საქმეში, აგრეთვე მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობისთვის დავაარსე იუნიორთა ოლიმპიური თამაშები... ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩატარებული ყველა ოლიმპიადა, სოლტ-ლეიკ-სიტიდან დაწყებული და ლონდონით დამთავრებული, ყველაზე მაღალი ხარისხისა იყო, თუმცა ეს კოლექტიური ძალისხმევის შედეგი გახლდათ"
.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
XXX ოლიმპიური თამაშები ლონდონში გრანდიოზული შოუთი გაიხსნა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული