მსოფლიოს XXVII უნივერსიადა: ქვეყნები და მედლები

AutoSharing Option
სტუდენტური სპორტის ისტორია შორეულ 1905 წელს იღებს სათავეს, როდესაც აშშ-მ სტუდენტთა პირველ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა.

1919 წელს ჟან პტიჟანმა სტუდენტთა კონფედერაცია შექმნა, რომლის ეგიდითაც 1923 წელს პარიზში სტუდენტთა პირველი მსოფლიო თამაშები გაიმართა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში სტუდენტური სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით საფუძველი ჩაეყარა ზაფხულისა და ზამთრის მსოფლიოს უნივერსიადებს, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ყაზანში, მსოფლიოს 27-ე უნივერსიადაში ქვეყნებისა და სპორტსმენების სარეკორდო რაოდენობამ მოიყარა თავი - 162 სახელმწიფოს 10 442 წარმომადგენელი იბრძოდა სპორტის 27 სახეობაში საპრიზო ადგილებისთვის.

სულ მედლების 353 კომპლექტი გათამაშდა. როგორც გაუწყეთ, საქართველოს დელეგაციამ (2011 წელს ჩინეთში მხოლოდ მოჭადრაკეებმა დაიკავეს ერთი მესამე ადგილი) სამი მედლით (სამბისტი ნიკო კუციას ვერცხლის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების - თორნიკე თურქიშვილისა და მიხეილ ქაჯაიას ბრინჯაოები) 48-ე ადგილი დაიკავა. სულ უნივერსიადაზე 70 ქვეყნის სპორტსმენებმა მოიპოვეს ჯილდოები.

ყველაზე მეტი - 292 (155 ოქრო, 75 ვერცხლი, 62 ბრინჯაო) - მასპინძლებმა მოიხვეჭეს. მეორე-მესამე ადგილები ჩინელებმა (26+29+22=77) და იაპონელებმა (24+28+32=84) გაინაწილეს.

აქვე გთავაზობთ იმ ქვეყნების ნუსხას, რომლებმაც მედლები მოიპოვეს.

ადგ. ქვეყანა ო ვ ბ სულ
1. რუსეთი 155 75 62 292
2. ჩინეთი 26 29 22 77
3. იაპონია 24 28 32 84
4. სამხრეთი კორეა 17 12 12 41
5. ბელორუსი 13 13 14 40
6. უკრაინა 12 29 36 77
7. აშშ 11 14 15 40
8. სამხ. აფრ. რესპ. 7 3 4 14
9. იტალია 6 17 21 44
10. ავსტრალია 6 4 6 16
11. ლიტვა 6 1 3 10
12. პოლონეთი 5 9 16 30
13. საფრანგეთი 5 9 12 26
14. გერმანია 4 6 9 19
15. აზერბაიჯანი 4 5 7 16
16. ტიბეტი 4 4 7 15
17. ბრაზილია 4 3 4 11
18. უნგრეთი 4 2 9 15
19. ყაზახეთი 3 11 16 30
20. მონღოლეთი 3 6 16 25
21. ჩეხეთი 3 6 7 16
22. უზბეკეთი 2 7 10 19
23. ტაილანდი 2 7 6 15
24. კანადა 2 5 9 16
25. თურქმენეთი 2 3 9 14
26. ყირგიზეთი 2 2 8 12
27. ჩრდ. კორეა 2 2 2 6
28. ისრაელი 2 1 1 4
29. თურქეთი 2 0 5 7
30. რუმინეთი 2 0 4 6
31. პორტუგალია 2 0 2 4
32. სომხეთი 1 5 4 10
33. ირანი 1 5 3 9
34. მექსიკა 1 4 6 11
35. სლოვაკეთი 1 3 2 6
36. კუბა 1 2 2 5
37. დიდი ბრიტანეთი 1 1 4 6
38. ავსტრია 1 0 3 4
39. ბელგია 1 0 1 2
40. ბოტსვანა 1 0 0 1
40. ვირჯინიის კუნძ. 1 0 0 1
40. ფილიპინები 1 0 0 1
43. მოლდოვა 0 2 11 13
44. ტაჯიკეთი 0 2 3 5
45. სერბეთი 0 1 8 9
46. ბულგარეთი 0 1 3 4
46. იამაიკა 0 1 3 4
48. საქართველო 0 1 2 3
48. ლატვია 0 1 2 3
50. არგენტინა 0 1 1 2
50. ესპანეთი 0 1 1 2
52. ფინეთი 0 1 0 1
52. ინდონეზია 0 1 0 1
52. ინდოეთი 0 1 0 1
52. ირლანდია 0 1 0 1
52. კენია 0 1 0 1
52. მადაგასკარი 0 1 0 1
52. სენეგალი 0 1 0 1
59. მალაიზია 0 0 3 3
60. ჰოლანდია 0 0 2 2
60. შვეიცარია 0 0 2 2
62. ალბანეთი 0 0 1 1
62. ჩილე 0 0 1 1
62. კოტ-დივუარი 0 0 1 1
62. ხორვატია 0 0 1 1
62. ესტონეთი 0 0 1 1
62. საბერძნეთი 0 0 1 1
62. ახალი ზელანდია 0 0 1 1
62. სლოვაკეთი 0 0 1 1
62. ვენესუელა 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული