რა პასუხი მიიღო საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სოჭიდან

AutoSharing Option
ბატონ ემზარ ზენაიშვილს
საქართველოს ეოკ-ის
გენერალურ მდივანს

ა.წ. 9 ოქტომბერს დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს რეგიონულ ფორუმზე საქართველოს ეოკ-ის მიერ გამოთქმული შეშფოთებისა და ასევე, 2013 წლის 10 ოქტომბერს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ბატონ ელგუჯა ბერიშვილისგან მიღებული ელექტროფოსტის საპასუხოდ გვსურს მოგახსენოთ:

- სოჭი 2014 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი მუშაობს მხოლოდ სოკ-ის მიერ აღიარებულ ეოკ-ებთან და ორგანიზაციებთან;

- თამაშების სააკრედიტაციო სისტემაში შეტანილია ქვეყნების ორი სია:

- პირველი მოიცავს სოკ-ის მიერ აღიარებულ ეოკ-ებს

- მეორე სიაში კი შეტანილია
აპლიკანტების ქვეყნების კოდები, რათა აღინიშნოს აპლიკანტების მოქალაქეობა, დაბადების ქვეყანა და ასევე, მათი საცხოვრებელი ადგილი. ქვეყნები აღნიშნულ სიაში შეტანილია მსოფლიო ქვეყნების რუსეთის კლასიფიკაციის საფუძველზე.

ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არავინ იქნება აკრედიტებული აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის სახელით, რამდენადაც, როგორც თქვენ უკვე სწორად აღნიშნეთ თქვენს გამოსვლაში, სოკ-ი აღიარებს საქართველოს ეოკ-ს და მის იურისდიქციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მოუთმენლად ველით თქვენს დელეგაციას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

საუკეთესო სურვილებით,
დენის სეკაჩოვი
"სოჭი 2014". საორგანიზაციო
კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული