პატრიკ ჰიკი: ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი კარგს არაფერს მოგიტანთ!

AutoSharing Option
ამ დღეებში თბილისს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი პატრიკ ჰიკი სტუმრობდა.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე საქართველოს შესაძლო ბოიკოტთან დაკავშირებით, სტუმარმა თავისი პოზიცია ასე გამოხატა:

"პრემიერ-მინისტრთან სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. ცხადია, "სოჭი 2014"-ის თემას გვერდს ვერ ავუვლიდით. მოხარული ვარ, რომ არ ფიქრობთ ოლიმპიური თამაშების ბოიკოტზე, რადგან მას კარგი არავისთვის მოუტანია.

ამით მხოლოდ სპორტსმენები ზარალდებიან. აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმს კარტერი მწარედ ნანობდა 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს და მოგვიანებით, მემუარებში აღნიშნა, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე
დიდი შეცდომა იყო.

მინდა იცოდეთ, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 100 პროცენტით თქვენ გვერდითაა და ყოველთვის ასე იქნება.

"სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტს ჟურნალისტთა სააკრედიტაციო სისტემაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალკე სახელმწიფოებად შეყვანის გამო სოკ-მა მკაცრი გაფრთხილება მისცა და ვიმედოვნებ, ეს პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება.

მოკლედ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას, ქართველი სპორტსმენები სოჭში უნდა გაემგზავრონ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოდის, რომ რამდენიმე მედალი (ეგეც საკითხავია) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღირსება?!
patrioti
11:37 05-11-2013
0
ყველა ჭკუას როგორ გვარიგებს , მიხედონ საკუთარ ტრ..ს
ნეო
12:29 05-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული