უნგრეთის ელჩი ოლიმპიადაზე წასვლის გადაწყვეტილებას გვიწონებს

AutoSharing Option
ამ დღეებში საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩვენს ქვეყანაში, სანდრო სზაბო სტუმრობდა და სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

როგორც გაირკვა, უნგრელი დიპლომატისთვის სპორტი უცხო ხილი არ ყოფილა და საკმაოდ კარგად არის გაცნობიერებული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. თავის დროზე პროფესიონალი ფეხბურთელი, მეკარე იყო, კარგად იცნობდა დავით ყიფიანს.

სეოკ-ში სტუმრობისას ელჩი სოჭის ოლიმპიადასაც შეეხო. აი, რა თქვა მან:

"ბოლო დროს, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟია ატეხილი და გვინდა-არ გვინდა, საზოგადოების ნაწილი მას პოლიტიკური კუთხით უყურებს.

პირადად ჩემთვის მიუღებელია სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთთან გაიგივება და ვფიქრობ, მართებულია, რომ მოახლოებულ ზამთრის თამაშებს ბოიკოტს არ უცხადებთ. კონფრონტაცია არაფერს მოიტანს.

ალბათ, თქვენი დელეგაციის უსაფრთხოებაც გარანტირებული იქნება. ზამთრის სპორტი დიდად არც უნგრეთშია განვითარებული და ოლიმპიადებზე მაქსიმუმ 10 სპორტსმენით ვმონაწილეობთ.

ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და, იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. მინდა ქართულ სპორტს წარმატებები ვუსურვო"
- აღნიშნა უნგრელმა დიპლომატმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული