როგორც გაირკვა, უნგრელი დიპლომატისთვის სპორტი უცხო ხილი არ ყოფილა და საკმაოდ კარგად არის გაცნობიერებული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. თავის დროზე პროფესიონალი ფეხბურთელი, მეკარე იყო, კარგად იცნობდა დავით ყიფიანს.
სეოკ-ში სტუმრობისას ელჩი სოჭის ოლიმპიადასაც შეეხო. აი, რა თქვა მან:
"ბოლო დროს, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟია ატეხილი და გვინდა-არ გვინდა, საზოგადოების ნაწილი მას პოლიტიკური კუთხით უყურებს.
ალბათ, თქვენი დელეგაციის უსაფრთხოებაც გარანტირებული იქნება. ზამთრის სპორტი დიდად არც უნგრეთშია განვითარებული და ოლიმპიადებზე მაქსიმუმ 10 სპორტსმენით ვმონაწილეობთ.
ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და, იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. მინდა ქართულ სპორტს წარმატებები ვუსურვო" - აღნიშნა უნგრელმა დიპლომატმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"