ტაილანდის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, გასულ უქმეებზე მან სლოვენიაში შეასრულა საკვალიფიკაციო ნორმატივი. მეი სოჭის თამაშებზე ტაილანდს წარმოადგენს და სასტარტო განაცხადში შეყვანილი იქნება მამის გვარით - ვანაკორნით.
მევიოლინეს დედა ჩინელია. როცა მეი ოთხი წლის იყო, მისი მშობლები გაიყარნენ და დედამ გოგონა ბრიტანეთში წაიყვანა. 35 წლის ვანესას სიტყვებით, მას კარგად ესმოდა, რომ ბრიტანეთის ნაკრებში მოხვედრის მინიმალური შანსი ჰქონდა და ამიტომაც ტაილანდის სახელით გამოსვლა გადაწყვიტა.
სამთო თხილამურების რეიტინგის TOP500-ში ტაილანდის არც ერთი წარმომადგენელი არ შედის. ოლიმპიადის წესების თანახმად, ასეთ ქვეყნებს მხოლოდ ერთი მოთხილამურის გამოყვანა შეუძლიათ, ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი მეორე დონის საკვალიფიკაციო ნორმატივს გადალახავენ.
სოჭის ოლიმპიადაზე ვანესა მეი გიგანტურ სლალომში გამოვა.
* * *
იამაიკელმა ბობსლეისტებმა - უინსტონ უოტსმა და მარვინ დიქსონმა სოჭის ოლიმპიადის კვალიფიკაცია გაიარეს, მაგრამ მათ გამოსვლას 2014 წლის თამაშებზე უფულობა უშლის ხელს.
46 წლის უოტსი სამი ოლიმპიადის მონაწილეა (1994, 1998 და 2002). მან სოჭის თამაშებისთვის კარიერის განახლება გადაწყვიტა და ახლა აცხადებს, რომ სასწრაფოდ სჭირდება 80 ათასი დოლარი რუსეთში მგზავრობის ხარჯების დასაფარად. ჯერჯერობით ვეტერანს ასეთი თანხა არ გააჩნია, იამაიკის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კი უოტსს დახმარებაზე უარი უთხრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"