სოჭი 2014: მორგენშტერნი სოჭში მიდის

AutoSharing Option
ტრამპლინიდან ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტომას მორგენშტერნი სოჭის ოლიმპიადისთვის ავსტრიის ნაკრებში შეიყვანეს.

როგორც იცით, სახელოვანმა სპორტსმენმა 10 იანვარს, მსოფლიოს თასის ერთ-ერთი ეტაპის წინ, ვარჯიშზე დაცემისას მიიღო თავისა და ფილტვის ტრავმა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ის ვერ მოასწრებდა სოჭის ოლიმპიადისთვის გამოჯანმრთელებას, მაგრამ ტორგენშტერნი ტომას დიტჰარტთან, მიხაელ ჰაიბეკთან, ანდრეას კოფლერთან და გრეგორ შლირენცაუერთან ერთად შეიყვანეს ტრამპლინიდან მხტომელთა ნაკრებში.

ავსტრიის ოლიმპიურმა კომიტეტმა 27 იანვარს გამოაცხადა სოჭის ოლიმპიადისთვის სრული განაცხადი.

ამ ქვეყანას ზამთრის თამაშებზე 130 სპორტსმენი წარმოადგენს, რაც ახალი ეროვნული რეკორდია. ავსტრიელები სპორტის ცხრა სახეობის
14 დისციპლინაში გამოვლენ: ბიატლონში, ბობსლეიში, სამთო თხილამურებში, თხილამურებით სირბილში, ფრისტაილში, ციგაობაში, ტრამპლინიდან ხტომასა და ჰოკეიში. გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური გუნდის მედროშე სამთო მოთხილამურე ბენიამინ რაიხი იქნება.

* * *
ასევე სპორტსმენთა სარეკორდო რაოდენობას გზავნის სოჭში აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, - იტყობინება NBC-ი. ოლიმპიადაზე 230 ამერიკელი სპორტსმენი გამოვა.

ზედიზედ 13 ოლიმპიადაა, ამერიკელებს ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი გამოჰყავთ. ბოლოს აშშ-ს ამ მაჩვენებლით გერმანიამ გაუსწრო. ეს 1964 წელს მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული