2016 წლის ოლიმპიადის თილისმებს სახელები შეურჩიეს

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის თილისმებს სახელები შეურჩიეს, მათ ვინისიუსი და ტომი დაარქვეს.

სახელები შეარჩიეს ინტერნეტში ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად. თილისმებს სახელები დაერქვათ ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსების - ვინისიუს დი მორაიშისა და ტომ ჟობიმის საპატივცემულოდ. ამ ვარიანტს მხარი გამოკითხულთა 44-მა პროცენტმა დაუჭირა.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა 2016 წლის აგვისტოში დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული