"თბილისი-2015"-ის გუნდურ სათამაშო სახეობებში წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
ახლოვდება "თბილისი-2015" და გაიმართა წილისყრა გუნდურ სათამაშო სახეობებში - კალათბურთში, ხელბურთსა და ფრენბურთში.

მოგეხსენებათ, ამ სახეობებში მონაწილენი რეიტინგის მიხედვით შეირჩევიან, მათ კი ემატება საქართველო, როგორც მასპინძელი - გოგოებშიც და ბიჭებშიც. ბოლო დღეს ცვლილება მოხდა ხელბურთელ ვაჟთა განაცხადში - მონაწილეობა იუარა შვედეთის გუნდმა.

მის ნაცვლად, წესისამებრ, გერმანია მიიწვიეს, რომელსაც დასტურის სათქმელად ვადა 27 აპრილამდე აქვს. ისიც თუ იუარებს გამოსვლას, მაშინ მომდევნო სარეზერვო გუნდი - პოლონეთი გვეწვევა, რომელიც უკვე თანახმაა მონაწილეობაზე.

კალათბურთი
ბიჭები
A ჯგუფი: საქართველო, ლატვია, თურქეთი, ბოსნია
B ჯგუფი: ესპანეთი,
იტალია, სერბეთი, გერმანია

გოგოები
A ჯგუფი: რუსეთი, ლატვია, უნგრეთი, საფრანგეთი
B ჯგუფი: საქართველო, ჩეხეთი, თურქეთი, ბელგია

ფრენბურთი
ბიჭები
A ჯგუფი: საქართველო, პოლონეთი, ბულგარეთი, რუსეთი
B ჯგუფი: იტალია, თურქეთი, ჩეხეთი, სერბეთი

გოგოები
A ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, თურქეთი, იტალია
B ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ჩეხეთი, პოლონეთი

ხელბურთი
ბიჭები
A ჯგუფი: უნგრეთი, დანია, ნორვეგია, გერმანია ან პოლონეთი
B ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვენია

გოგოები
A ჯგუფი: დანია, ნორვეგია, გერმანია, ჩერნოგორია
B ჯგუფი: საქართველო, ჩეხეთი, რუმინეთი, რუსეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული