სხვადასხვა

ოლიმპიზმი

ბაქო 2015: მინდია წულუკიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშების პირველი დღე ქართველმა სპორტსმენებისთვის წარმატებული ვერ გამოდგა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავე მინდია წულუკიძეს (71 კგ) ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანელ ფრანკ სტაბლერთან დამარცხდა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან დღეს გიზო მელაძემ (59), ლაშა გობაძემ (80) და მიხეილ ქაჯაიამაც (98) იასპარეზეს, თუმცა საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.