ინციდენტი ბაქო 2015-ზე: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჭიდაობის დროს იჩხუბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

ინციდენტი 57 კგ წონით კატეგორიაში მიმდინარე ნახევარფინალური შეხვედრის დროს მოხდა, რომელშიც ქართველი ფალავანი ბელორუს ულადისლაუ ანდრეეუს ეპაექრებოდა.

ანგარიში 2:1 იყო ბელორუსის სასარგებლოდ, რის შემდეგაც მოჭიდავეებს ნერვებმა უმტყუნა და ჭიდაობა ჩხუბში გადაიზარდა - ხინჩეგაშვილმა ანდრეევს სილა გაარტყა, ამ უკანასკნელმა კი თავი ჩასცხო...

არბიტრებმა სპორტსმენები ხალიჩიდან გააძევეს და ორივეს წაგება ჩაუთვალეს.

მსაჯთა გადაწყვეტილებით, ორივე მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მიესაჯა და შესაბამისად, ნახევარფინალში ის ფალავნები გავიდნენ, რომლებიც მანამდე
მათ 1/4-ფინალში დაამარცხეს.

ასევე იხილეთ:

პირველი კომენტარი ბაქოდან: "ძალიან ცუდი ფაქტია, ყველანი დაბნეულები ვართ"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული