ბაქო 2015. მძლეოსნობა: ბაჩანა ხორავას რეკორდი

AutoSharing Option
გუშინ, 21 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე შეჯიბრებაში მძლეოსნებიც ჩაებნენ და ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში 7.64 მეტრით გაიმარჯვა კიდეც, თუმცა ეს გუნდური სახეობაა, სადაც ცალკეულ დისტანციებში მედლები არ გაიცემა, ის მხოლოდ საერთო გუნდურ ჩათვლაში სამეულის წევრებს გადაეცემათ.

მძლეოსანთა ტურნირს ახალგახსნილი ოლიმპიური სტადიონი მასპინძლობს, რომელიც 65 ათას კაცს იტევს და ორიგინალური კონსტრუქციით გამოირჩევა.

ხორავამ თავიდან 7.31 მ შეუკვეთა, საჩემპიონო ზღვარს კი მესამე ცდაზე გადაახტა. მისი ეს შედეგი ევროპული თამაშების რეკორდიცაა, რადგან ამ პირველ თამაშებში ყველა გამარჯვებულის მიღწევა უკვე რეკორდია.

გუშინვე
ჩვენი მძლეოსნების დიდი ჯგუფი გამოვიდა, თუმცა წარმატებას ვერავინ მიაღწია... იყო რამდენიმე მეტ-ნაკლებად საყურადღებო გამოსვლა. მაგალითად, სიმაღლეზე ხტომაში ზვიად გოგოჭური მეოთხეზე გავიდა 2.15-ით. მეშვიდე ადგილებზე გავიდნენ ნიკა კარტავცევი 100 (10.79) და ალბერტ ზილბერშტეინი 400-ზე სირბილში (48.67) და გიგლა ზილბერშტეინი 5000 მ-ზე (15.20.30).

მძლეოსნები დღეს დაამთავრებენ გამოსვლას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიმაღლეზე ხტომაზე ვსაუბრობთ, ძალოსნობისას სიმძიმეზე, თუ... რესტორანში შეკვეთაზე?! რა ენაზე წერთ?
"თავიდან 7.31 შეუკვეთა" -?
12:32 22-06-2015
0
:)):)):))უკვეთავენ სიმაღლეზე ხტომაში,შტანგის წონას:)):)):))
თაზო
13:20 22-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული