
ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის და მსროლელთა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ (19 წლის) 552 ქულა დააგროვა და 4 ქულა დააკლდა ფინალში გასვლამდე.
მაჭავარიანმა ყველაზე უკეთესად მესამე სერიაში ისროლა, სადაც 95 ქულა დააგროვა, სხვებში კი შედარებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - 92, 91, 91, 93 და ბოლოს 90. ოდნავ მეტი იღბალი თუ გამართლება რომ ყოფილიყო, ფინალში გასვლაც შეიძლებოდა, თუმცა მეტი რა უნდა მოსთხოვო სპორტსმენს, რომელიც 50-მეტრიანი დისტანციისთვის 25-მეტრიან ტირში ემზადება.
ფინალში 2-2
მეორეზე 565-ით ჩინელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვეი პანია, მესამეზე - კორეელი სეუნგვოო ჰანი 562-ით. ფინალში მომდევნო ორი ადგილი 557 ქულით რუსმა მსოფლიოს სამგზის ბრინჯაოს მედალოსანმა ვლადიმირ გონჩაროვმა და ჩრდილო კორეელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა სონგ გუკ კიმიმ გაინაწილეს, მერე კი 556-556 ქულით რიოში პნევმატურში გამარჯვებული ვიეტნამელი ხუან ვინ ჰოანი, სლოვაკი პავოლ კოპი და ჩინელთა ოლიმპიური პრიზიორი ჭივეი ვანი მოდიან.