სხვადასხვა

ოლიმპიზმი

აიღეთ მაგალითი შავდათუაშვილისგან! - უკრაინელები თავიანთ სპორტსმენებს

AutoSharing Option
გუშინ სოციალურ ქსელში რუსი და უკრაინელი ჩოგბურთელების ერთობლივი ფოტო გაჩნდა. ეს ყველაფერი არ მოეწონა უკრაინელ საზოგადოებას და სპორტსმენებისადმი კრიტიკა არ დაიშურეს.

რამდენიმე ჟურნალისტმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი უკრაინელი სპორტსმენებისგან არაა მისაღები. ჟურნალისტმა ოლეგ ნოვიკოვმა კი ეს ფოტო ლაშა შავდათუაშვილის ჟესტს შეადარა რუს ძიუდოისტ დენის იარცევთან.

"მარცხენა ფოტოზე ქართველმა ძიუდოისტმა რუსი დაამარცხა და სიმბოლურ ჟესტს აჩვენებს. თუ გავიხსენებთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიც აქვს ოკუპირებული. მარჯვენა ფოტოზე კი ჩვენი სპორტსმენები არიან. რა შეიძლება ამაზე კიდევ ითქვას?", - წერს
ჟურნალისტი.

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ