სხვადასხვა

ოლიმპიზმი

ირაკლი თურმანიძეს, შესაძლოა, ოლიმპიური ვერცხლის მედალი მიაკუთვნონ!

AutoSharing Option
მძიმეწონოსან სომეხ ძალოსანს, გორ მინასიანს, რომელიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ლაშა ტალახაძეს ჩამორჩა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი დაუდგინა.

ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური "ფეისბუქის" გვერდზე, გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, სომეხ ათლეტს ორგანიზმში პრეპარატ Nandrolone-ის კვალი აღმოაჩნდა, რისი დადასტურების შემთხვევაშიც, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონად და ვერცხლის მედლის მფლობელად ირაკლი თურმანიძე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლიმ რიოში ბრინჯაო მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 7 მედლით (2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) რიოს მედლების
რეიტინგში 38-ე ადგილი დაიკავა, თუმცა, თუ ირაკლი თურმანიძეს  ვერცხლის მედალს მიაკუთვნებენ, საქართველო (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) რეიტინგში 35-ე ადგილზე გადავა.
ასევე დაგაინტერესებთ