დოპინგი: სანდო აღარავინაა?

AutoSharing Option
გრძელდება დოპინგ-სკანდალი, რომელიც ჰაკერული ჯგუფის Fancy Bears-ის მიერ გამოყვეყნებულ დოკუმენტებს მოჰყვა. ამ ჯგუფმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ბაზაში შეღწევის გზით, უკანონო მოიპოვა კონფიდენციალური ინფორმაცია.

მაგალითად, Fancy Bears-მა გამოაქვეყნა იმ სპორტსმენების სია, რომლებმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დადებითი დოპინგ-სინჯები ჩააბარეს. ერთ-ერთია რიოს თამაშების ვერცხლის პრიზიორი კრივში, რუსი მიშა ალოიანი. ის ოლიმპიადის ბოლო დღეს შეამოწმეს და ორგანიზმში სტიმულატორი ტუამინოგენტანი აღმოუჩინეს.

ასევე ირკვევა, რომ სამმეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში ბრინჯაოს პრიზიორი, ამერიკელი სემ დორმანი ამფეტამინს იღებდა. ამასთან, სპორტსმენს აღმოაჩნდა ექიმების ნებართვა თერაპიული მიზნით აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე.

ბადროს
ტყორცნაში 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, გერმანელი რობერტ ჰარტინგის სინჯში აღმოჩენილია აკრძალული პრეპარატები - დექსამეტაზონი და ტრიამცინოლონი. ეს სინჯი ჰარტინგმა 2016 წლის 12 აგვისტოს ჩააბარა. დანიელი მოცურავის პერნილა ბლუმის ორგანიზმში კი ტერბუტალინი აღმოჩნდა (დოპინგ-ტესტი 14 აგვისტოს ჩატარდა).

ჰაკერებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა წელს აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ სხვა ცნობილი სპორტსმენები. მაგალითად, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ველომრბოლი ბრედლი უიგინსი, რომელმაც რიოში გუნდური გამოდევნება მოიგო; ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი; რიოს ჩემპიონი 4x100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, ამერიკელი კეტლინ ბეიკერი, ჩოგბურთელები პეტრა კვიტოვა და ბეტანი მატეკი. სულ ახალ სიაში 25 ცნობილი სპორტსმენის გვარი ფიგურირებს, აქედან 14 არის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ასეთი იდეა მაქვს. ვისაც რა უნდა ის მიიღოს და ის წაისვას ტანზე, მაინც ვისაც რა უნდა იმას აკეთებს და ბარემ ლეგალიზება მიცენ ყველაფერს. ასე მეცნიერებაც განვითარდება და ადამიანებიც ზებუნებრივ შესაძლებლობებს მიიღებენ:) ნუ შედეგებიც ძალიან მაგარ იქნება
Gordon meore
09:03 16-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული