მაგალითად, Fancy Bears-მა გამოაქვეყნა იმ სპორტსმენების სია, რომლებმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დადებითი დოპინგ-სინჯები ჩააბარეს. ერთ-ერთია რიოს თამაშების ვერცხლის პრიზიორი კრივში, რუსი მიშა ალოიანი. ის ოლიმპიადის ბოლო დღეს შეამოწმეს და ორგანიზმში სტიმულატორი ტუამინოგენტანი აღმოუჩინეს.
ასევე ირკვევა, რომ სამმეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში ბრინჯაოს პრიზიორი, ამერიკელი სემ დორმანი ამფეტამინს იღებდა. ამასთან, სპორტსმენს აღმოაჩნდა ექიმების ნებართვა თერაპიული მიზნით აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე.
ბადროს
ჰაკერებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა წელს აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ სხვა ცნობილი სპორტსმენები. მაგალითად, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ველომრბოლი ბრედლი უიგინსი, რომელმაც რიოში გუნდური გამოდევნება მოიგო; ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი; რიოს ჩემპიონი 4x100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, ამერიკელი კეტლინ ბეიკერი, ჩოგბურთელები პეტრა კვიტოვა და ბეტანი მატეკი. სულ ახალ სიაში 25 ცნობილი სპორტსმენის გვარი ფიგურირებს, აქედან 14 არის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის პრიზიორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"