კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

AutoSharing Option
ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში, წინანდალში მოკლული სამი პირიდან ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, ასევე გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაჭრილია 2 პირი.

კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი
პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: IPN.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდიიით ქართველებო, ვხოცოთ ერთმანეთი, ვახაროთ მტერი და ვამრავლოთ უცხო ტომები, რომლებიც ასე მრავლად არიან ჩვენთან ჩამოსახლებულები. (მიშას და ოცნების დამსახურებით) დღე არ გავა მკვლელობა არ მოხდეს, რა გჭირთ რა გემართებათ, მართლა უკვე აღარ ვიცი რაღა დავწერო.
გიორგი
17 აგვისტო 2021 12:21
2
მართალი ხარ ძმაო. კორონაზე უარესი გვჭირს მე მგონი. კორონა ყოველ დღე კლავს პაციენტებს, გარეთ კი ჩვენ თვითონ ვკლავთ ერთმანეთს. შენი თქმის არ იყოს, ვახაროთ მტერი.
გიორგის
17 აგვისტო 2021 13:02
1
ამერიკიდან ვუყურებ და გული მიკვდება ასე ქართველები ერთმანეთს რომ ხოცავენ
Ლომი
17 აგვისტო 2021 04:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული