სხვადასხვა

საინტერესო ამბები

კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

AutoSharing Option
ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში, წინანდალში მოკლული სამი პირიდან ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, ასევე გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაჭრილია 2 პირი.

კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი
პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: IPN.GE

ასევე დაგაინტერესებთ