Business Creativity გრძელდება!

AutoSharing Option
ინოვაციური კონკურსი "ვებსოლუშენსისგან" გრძელდება. მონაწილეობის მსურველებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ საკონკურსო ვებგვერდზე (bc.websolutions.ge) და აირჩიონ ის კომპანიები, რომლებისთვისაც სურთ საკონკურსო ნამუშევრების შექმნა.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება დასრულდება 16 მაისს, 17-იდან კი სოციალური მედიის მომხმარებლებს უკვე ექნებათ საშუალება, შეაფასონ მონაწილეები.

Business Creativity-ს წესების მიხედვით, მონაწილეები ქმნიან facebook timeline cover-სურათებს კონკურსის მონაწილე კომპანიებისთვის. ერთი კონკურსანტისგან მიიღება მაქსიმუმ 5 საკონკურსო ნამუშევარი, რომელთაგან ერთს კონკურსის ადმინისტრაცია შეურჩევს მონაწილეს.

Business Creativity-ს ორგანიზატორი კომპანიის, "ვებსოლუშენსის" მარკეტინგის მენეჯერი ქეთი კოზმანაშვილი:

"კონკურსში მონაწილეთა აქტივობა ძალიან მაღალია.
სიმართლე გითხრათ, ასეთ გამოხმაურებას არც ველოდით. ეს განცხადება ერთნაირად ეხება როგორც
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ასევე - კონკურსანტებს“.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეებს აქვთ საშუალება, ითანამშრომლონ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა:

-   ევროპა ბეთი
-   უნიფეი
-   ბილაინი
-   სმაილი
-   კავკასიის უნივერსიტეტი
-   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი
-   არქთრეიდი
-   ბოულინგ ცენტრალი
-   მარმელადი
-   კვირის პალიტრა
-   საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
-   ინტერპრესნიუსი
-   ფორტუნა
-   ფორტუნა+
-   ავტო რადიო
-   არ დაიდარდო
-   მარაო
-   მკურნალი
-   სპორტალი
-   ახალი ნათება
-   B credit
-   ალტლაიფ სტუდიო
-   ახალგაზრდა დემოკრატიული საზოგადოება
-   Photovip.ge
-   საინფორმაციო სააგენტო ივერონი
-   ზარიოს ავტო

ასე რომ, იჩქარეთ. არ გაუშვათ შანსი, მოიგოთ 1000 ლარი და სხვა პრიზები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული