ზურაბ ზვიადაურიც პოლიტიკაში წავიდა

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. ზვიადაური დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ წარადგინა.

"ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოლებ "ოცნების" სასახელოდ. ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის. ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინა, რომ გადაარჩინოს ქვეყანა და მე ამ ბრძოლაში მასთან ვარ", - აღნიშნა ზვიადაურმა და დასძინა, რომ, ზეწოლის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა, "ქართული ოცნების" წევრი გამხდარიყო (იხილეთ ვიდეო).

ზვიადაური ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ათენის ოლიმპიადაზე 2004 წელს გახდა.

palitratv.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბოგმები ხართ ქართველებოოო...პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონია და არ უნდა დაუკარგოთ..სადაც იპოვა ამაგლება იქ წავიდა.არსად არ დააყენეს ბიჭი.ჯერ გაერკვეთ სინამდვილეში და მერე დგაბნეთ აქ.ერთი ვინმე ამათი ოპოზიცია გახდეს და უნდა გაატანოთ წყალს ხოო სირცხვილია,თამამი გადაწყვეტილება მიიგო და მალადეც ზურაა...კახიმ დაიწყო და ...ბევრი შეუერტდება ამათ..გვინდა დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება..საცოდავი ხალხის ყურება არა მშიერი ადამინების...გასაცოდავებული მოხუცების...წარმატებები ზურას და ვისაც გული სტკივა ამათ უმსგავსობაზე ყველას...გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!
busa
02:12 22-05-2012
0
კაია. მეტი და მეტი წესიერი და ავტორიტეტული კაცი უნდა დაუპირისპირდეს არსებულ უზნეობას და სიბნელეს და სპორტიც უკეთ განვითარდება და ყველაფერი დანარჩენიც.
dudu
22:49 14-05-2012
0

სიახლეები პოპულარული