კონკურსი Business Creativity მეორე ეტაპს უახლოვდება!

AutoSharing Option
კონკურსი Business Creativity მეორე ეტაპს უახლოვდება. მონაწილეობის მსურველთა მოთხოვნით, ნამუშევრების მიღების ვადა გაიზარდა და ახლა უკვე 20 მაისის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა მსურველებს, გამოაგზავნონ საკონკურსო ფოტოები, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.

ამ დროისთვის ბაზაში დარეგისტრირებულია 40 მონაწილე, მიღებულია რამდენიმე ათეული ნამუშევარი, თუმცა მეორე ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა მათი მოდერაცია, რომელსაც კონკურსის ორგანიზატორი კომპანია "ვებ სოლუშენსი" განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 1000 ლარის ოდენობით, თუმცაღა ცალკეულ კომპანიებს ეყოლებათ საკუთარი რჩეული, რომელთაც გადასცემენ პრიზებს!

კონკურსის გენერალური სპონსორები არიან:
"ბილაინი",
"შავი ზღვის
საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი",
"კავკასიის უნივერსიტეტი",
"უნიფეი",
"ევროპა ბეთი",
"არქ-თრეიდი"
მაღაზიათა ქსელი "სმაილი".

მედია-პარტნიორები:

კვირის პალიტრა
ინტერპრესნიუსი
ამბები.გე
მარაო.გე
სპორტალ.გე
მკურნალი.გე

რადიოები:
"ფორტუნა",
"ფორტუნა+",
"არ დაიდარდო",
"ავტორადიო".

ლობისტი კომპანიები:
"ზარიოს ავტო",
"ახალგაზრდა დემოკრატიული საზოგადოება",
"ივერონი",
"ალტლაიფ სტუდიო",
"ფოტო VIP",
“Adword.ge”;

ასე რომ, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გააცნოთ საზოგადოებასა და წამყვან კომპანიებს თქვენი შემოქმედებითი ხედვა! იჩქარეთ, ეს თქვენი შანსია!
მსურველებს შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: www.bc.websolutions.ge

ორშაბათიდან თქვენ უკვე გექნებათ შესაძლებლობა, იხილოთ საკონკურსო ნამუშევრები და გამოავლინოთ თქვენი რჩეული!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული