სექტემბერი: რას მიაღწიეს ქართველმა სპორტსმენებმა და რა დაკარგეს?

AutoSharing Option

თვალი გადავავლოთ გასულ თვეს, რას მიაღწიეს ქართველმა სპორტსმენებმა და რა დაკარგეს. თვის ყველაზე დიდი ამბავი 5 სექტემბერს მოხდა, როცა ფიბამ საჩუქარი გაუკეთა ქართული კალათბურთის გულშემატკივარს, ევროპის ჩემპიონატზე 16-დან 24-მდე გაზარდა მონაწილეთა რიცხვი და ჩვენი გუნდიც ფინალურ ეტაპზე დაუშვა. ყველაზე ცუდი ამბავი კი ტოკიოში შეგვემთხვა, როცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ ბრძოლაზე დააგვიანა და ის შეჯიბრებიდან მოხსნეს.

3. ფეხბურთი: ევრო-2012-ის პირველ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ესტუმრა და 1:1 ითამაშა.


4. მშვილდოსნობა: მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.


5.

რაგბი: "შავი ზღვის თასის" გამარჯვებული "ბათუმია", რომელმაც ფინალში "ლელოს" 21:18 მოუგო.


5. კალათბურთი: ფიბამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა16-დან 24-მდე გაზარდა. საქართველოს ნაკრებიც ყოველგვარი დამატებითი საკვალიფიკაციო წრის გარეშე მოხვდა  ჩემპიონატზე.


6-8. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა - არც ერთი მედალი.


7. ფეხბურთი: ახალგაზრდულმა ნაკრებმა მარცხით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, შინ სომხეთთან 0:2 წააგო და საბოლოოდ მე-3 ადგილზე გავიდა.


7. ფეხბურთი: ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩში შინ  0:0 ითამაშა ისრაელის ნაკრებთან.


9. ძიუდო: მსოფლიოს ჩემპიონატზე ტოკიოში ირაკლი ცირეკიძემ შეხვედრაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს.


11. თავისუფალი ჭიდაობა: გიორგი გოგშელიძემ მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.


12. სუმო: ისტორიაში პირველად ტოკიოს ბაშო სამი ქართველი სუმოისტით დაიწყო.


12. თავისუფალი ჭიდაობა: ლევან ბერიანიძემ მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.


17. ძიუდო: ბულგარეთში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი ოთარ კაიდარაშვილმა მოიპოვა.


17. ძიუდო: გაიმართა ფედერაციის აღმასკომის სხდომა, ეროვნული ნაკრების შტაბი მთელი შემადგენლობით გადადგა.


18. ძიუდო: ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა.


19. ფეხბურთი: ჰოლანდიის ჩემპიონატში, "ვიტესის" რიგებში გურამ კაშიას დებიუტი შედგა.


20. ძიუდო: თანამდებობა დატოვა ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა. ეროვნულ ნაკრებს სოსო ლიპარტელიანი
გაწვრთნის.


21. ჭიდაობა: ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა რომან რურუამ დატოვა.


22. ჭადრაკი: ხანტი-მანსიისკიში (რუსეთი) მორიგი საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო.


26. ფეხბურთი: თანამდებობა დატოვა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ.



26. სუმო: უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე სამივე ქართველმა ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა: გაგამარუ (10-5), ტოჩინოშინი (9-6), კოკაი (8-7).



27. კალათბურთი: მანუჩარ მარკოიშვილი "ლომბარდიის თასის" საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული