კოლუმბიაში კორიდას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი მძიმედ დაშავდა

AutoSharing Option
კოლუმბიაში კორიდას დროს, განრისხებულმა ხარმა მაყურებელი დარქინა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, 40 კი მძიმედ დაშავდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც არენაზე რამდენიმე ახალგაზრდა გამოვიდა და ხარების გაღიზიანება დაიწყო.

განრისხებული ხარები ჯერ მათკენ გაექანნენ, შემდეგ კი ტრიბუნებს შეუტიეს და ათობით ადამიანი გადათელეს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიური კორიდა ესპანურს არ ჰგავს, იქ ხარებს არ კლავენ. იმ შემთხვევაში კი თუ ცხოველი მძიმე ტრამვას იღებს, იგი არენიდან გაჰყავთ, მის ნაცვლად კი სხვას უშვებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული