კახა კალაძეს მინისტრობა ჯენარო გატუზომ და ალესანდრო ნესტამ მიულოცეს

AutoSharing Option
ყოფილმა თანაგუნდელებმა მილანიდან კახი კალაძეს მინისტრობა მიულოცეს.

"მე უკვე დამირეკეს და მომილოცეს ჯენარო გატუზომ და ალესანდრო ნესტამ მილანიდან", - უთხრა კალაძემ გამოცემა "იზვესტიას".

ამასთან, როგორც იტალიური პრესა წერს, კალაძე "მილანის" პირველი ფეხბურთელი არ არის, ვინც წარმატებული პოლიტიკოსობა შეძლო.

კალაძისა და შევჩენკოს გარდა, ფეხბურთი პოლიტიკაზე გაცვალეს ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ჯანი რივერამ და ლიბერიელმა ჯორჯ ვეამაც.

ეს უკანასკნელი საკუთარი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი მონაწილეობდა, სადაც ხმათა 40 პროცენტი მიიღო; რივერა კი იტალიის ევროპარლამენტში წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის თანაგუნდელი კიევის "დინამოსა" და
"მილანში" ანდრეი შევჩენკო ასევე პოლიტიკაში მოღვაწეობს.

მომზადებულია "იზვესტიასა" და Оpinioni in Contropiede-ს მიხედვით

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული