მან განაცხადა და დაადასტურა ყველა ფედერაციასთან თანასწორი მიდგომა. ასევე, განმეორდა, რომ მისი მიზანია, მოხდეს სპორტის დეპოლიტიზირება.
"მინდა გითხრათ, რომ შეხვედრები ფედერაციების ხელმძღვანელებთან ძალიან საინტერესო და საქმიან ატმოსფეროში მიმდინარეობს. არის სხვადასხვა აზრთა ჭიდილი და შეჯერება. ყველა ფედერაციასთან ურთიერთობისას ვცდილობთ, რომ სპორტი არანაირად არ დაზარალდეს.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მქონდა საუბარი ბატონ ზვიად სიჭინავასთან. შესაბამისად, იმის მიხედვით, რომ ოლიმპიურ კომიტეტში დაინიშნა არჩევნები, სპორტული თვალსაზრისით უპრიანი იქნება, რომ
ზოგმა ფედერაციამ უკვე დანიშნა არჩევნები, ზოგი ფიქრობს და ზოგი ალბათ არ დანიშნავს. ეს მუშა პროცესია და ინტრიგას ვერ ვხედავ.
კონსულტაციები ყველა ფედერაციის ხელმძღვანელებთან გაგრძელდება იმიტომ, რომ სპორტი დეპოლიტიზირებული გახდეს, ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლდეს და სპორტზე რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიერ კონტროლის დაწესება არ მოხდეს".
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ზვიად სიჭინავასა და ლევან ყიფიანის შეხვედრის დროს ყიფიანმა სფფ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ სინდისში ჩაეხედა და რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა.
ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები