ლევან ყიფიანი ზვიად სიჭინავას განცხადებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

მან განაცხადა და დაადასტურა ყველა ფედერაციასთან თანასწორი მიდგომა. ასევე, განმეორდა, რომ მისი მიზანია, მოხდეს სპორტის დეპოლიტიზირება.

"მინდა გითხრათ, რომ შეხვედრები ფედერაციების ხელმძღვანელებთან ძალიან საინტერესო და საქმიან ატმოსფეროში მიმდინარეობს. არის სხვადასხვა აზრთა ჭიდილი და შეჯერება. ყველა ფედერაციასთან ურთიერთობისას ვცდილობთ, რომ სპორტი არანაირად არ დაზარალდეს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მქონდა საუბარი ბატონ ზვიად სიჭინავასთან. შესაბამისად, იმის მიხედვით, რომ ოლიმპიურ კომიტეტში დაინიშნა არჩევნები, სპორტული თვალსაზრისით უპრიანი იქნება, რომ
ფედერაციებმა ერთი ოლიმპიური ციკლის ფარგლებში დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები. ეს იყო შეთავაზება.

ზოგმა ფედერაციამ უკვე დანიშნა არჩევნები, ზოგი ფიქრობს და ზოგი ალბათ არ დანიშნავს. ეს მუშა პროცესია და ინტრიგას ვერ ვხედავ.

კონსულტაციები ყველა ფედერაციის ხელმძღვანელებ
თან გაგრძელდება იმიტომ, რომ სპორტი დეპოლიტიზირებული გახდეს, ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლდეს და სპორტზე რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიერ კონტროლის დაწესება არ მოხდეს".

შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ზვიად სიჭინავასა და ლევან ყიფიანის შეხვედრის დროს ყიფიანმა სფფ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ სინდისში ჩაეხედა და რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა.

ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები

მკითხველის კომენტარები / 1 /
აღორძინებას? - არაფერი გამოგივათ, ეს, ნაცადი, წარსულის, ძალადობის გზაა, რომელიც უკან დაგვაბრუნებს. ზვიად სიჭინავა მონდომებული კაცია, ასე თუ ისე, ფეხბურთში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, თუ სამინისტრო მას, ''კვანტებს'' არ დაუდებს და ქმედით დახმარებას აღმოუჩეს, საქმე წინ წავა, მერწმუნეთ. მას, ნამდვილად არ სჭირდება სხვისი დაცვა, მაპატიოს.
nika
19:24 08-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული