ESPN-მა აგნიეშკა რადვანსკა გაშიშვლებაზე დაითანხმა

AutoSharing Option
გამოვიდა ამერიკული ჟურნალის - ESPN-The Body Issue-ს ყოველწლიური სპეციალური გამოშვება. ტრადიციულად, გამოცემის ფურცლებზე განთავსებულია ცნობილი სპორტსმენების შიშველი ფოტოები. სულ ამ თამამ ფოტოსესიას 20 სპორტსმენი დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, ESPN-The Body Issue-მა სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. შარშან, დაახლოებით ამ დროს ჩვენ წარმოგიდგინეთ მაშინდელი სურათები.

წლევანდელ ფოტოსესიაში ყველაზე ცნობილი სპორტსმენია პოლონელი ჩოგბურთელი აგნიეშკა რადვანსკა - WTA-ის რეიტინგის მეოთხე ნომერი. გადაღებებში მამაკაცი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ, მაგალითად, NBA-ის მოთამაშე ჯონ უოლი, ჩოგბურთელი ჯონ ისნერი, ჰოკეისტი ჯოფრი ლუპული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული