ქართველი სპორტსმენები, რომლებიც დოპინგს იყენებდნენ

AutoSharing Option
2010-13 წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 15 შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა სააგენტომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა.

აღნიშნულ პერიოდში აკრძალული პრეპარატების გამოყენება დაუმტკიცდათ ძიუდოისტებს: ირაკლი ცირეკიძეს (6-თვიანი დისკვალიფიკაცია) და თენგიზ პოპიაშვილს (2-წლიანი დისკვალიფიკაცია), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილს (2 წელი), ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს (2 წელი), მოჭიდავე ბესარიონ გოჩაშვილს (2 წელი), ძალისმიერ სამჭიდში შოთა ომარაშვილს და გიორგი შეყლაშვილს (ორივეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია), მკლავჭიდელებს: ირაკლი გამთენაძეს, მერაბ კაკაბაძეს და გენადი კვიკვინიას (სამივეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია), ძალოსნებს: დავით გოგიას, რაულ
ცირეკიძეს, ლაშა ტალახაძეს და შოთა მიშველაძეს (ოთხივეს დროებითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა).

ძალოსანთა ნაკრების წევრების დოპინგ-ტესტის დადებით შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა შედგა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა სპორტსმენების და მწვრთნელების ახსნა-განმარტებითი ბარათები მიიღეს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ძალოსანთა მწვრთნელები არ გაურბიან პასუხისმგებლობას და მზად არიან, დაემორჩილონ აღმასკომის გადაწყვეტილებას.

ამავდროულად, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში არ შესულა წერილობითი მოთხოვნა დოპინგ-ტესტზე ჩავარდნილ სპორტსმენთა B სინჯის გახსნაზე, რაც მიუთითებს, რომ ისინი ეთანხმებიან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებულ დასკვნას.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან გამოტანილი ყველა ვალდებულების შესრულება და სპორტსმენთა მიმართ სანქციების გატარება იკისრა.

წყარო: msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იმის ბრალია რომ ბოგმა და შურიანმა ხალხმა ვერ აიტანეს პატიოსანი კაცი! ვაი თქვენს პატრონს თქვე ***! დაგსაჯათ გმერთმა! ეს გაკვეთილი უნდა იყოს თქვენთვის! თუ არა და უფრო უარესს ელოდეთ იმ ქვეყნად რომ მიხვალტ ყველაფერი მოგეთხოვებათ!
gega
16:59 26-12-2013
0

სიახლეები პოპულარული