ქუთაისის მერიამ 28 საუკეთესო სპორტსმენს ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა

AutoSharing Option
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ 2013 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

სპორტის ოლიმპიურ სახეობაში საუკეთესო 28 სპორტსმენს "ვითიბი ბანკში" ანგარიში გაეხსნება და ისინი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიას მიიღებენ.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას თქმით, ეს არის ქუთაისში პირველი პრეცედენტი, როდესაც ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა სპორტსმენებს სტიპენდიას უნიშნავს.

"ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, რომ 2014 წელს გასული წლის საუკეთესო სპორტსმენებს წავახალისებდით. მე ვისურვებდი, რომ მომავალ წელს წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა გაორმაგებულიყოს,"- განაცხადა მურღულიამ.

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის
მხრიდან სპორტსმენების ამგვარი წახალისების ფორმით კმაყოფილნი დარჩნენ თავად სპორტსმენები და განაცხადეს, რომ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი ყურადღება მათ მეტ სტიმულს მისცემს.

წყარო: topnews.com.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული