მოციგურავე პუტინი - კარიკატურა The New Yorker-ის გარეკანზე

AutoSharing Option
სოჭის მოახლოებული ოლიმპიადის წინ ამერიკული ჟურნალის, The New Yorker-ის ახალი ნომრის გარეკანზე განთავსებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კარიკატურა.

პუტინი ფიგურისტის როლშია გამოსახული, რომელიც ნომერს ასრულებს. ყველა მსაჯიც, რომელიც გამოსვლას აფასებს, რუსეთის პრეზიდენტი გახლავთ.

ჟურნალი 3 თებერვალს გამოვა გაყიდვაში.

ვლადიმირ პუტინი ადრეც გამხდარა უცხოურ პრესაში კარიკატურების გმირი. გასული წლის აგვისტოში ბრაზილიური ჟურნალის, Piaui-ს ყდაზე პუტინი კოცნიდა დაზვერვის ცენტრალური ბიუროს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს, რომელმაც რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული