* * *
პირველ სურათზე გამოსახული მამაკაცი, მანოლო ელ ბომბოა - ესპანეთის ნაკრების განთქმული ფანი, თავისი განუყრელი დოლით. ის უკვე მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქომაგობდა "ფურია როხას".ეს კი ბრაზილიის ნაკრების ქომაგი კლოვის აკოსტა ფერნანდესია. ის ეროვნული გუნდის 150-ზე მეტ თამაშზე
გერმანელ ნორბერტ შტარკს ჭკუა ბიათლონზე ეკეტება და 1992 წლიდან მოყოლებული, არცერთ მსოფლიო თასსა და მსოფლიოს ჩემპიონატს აკლდება.
დიდი ზენფტი, ასევე ცნობილი მეტსახელით El Diablo, ველოსპორტის გერმანელი თაყვანისმცემელია, რომელიც მთავარ ველორბოლებზე 1993 წლიდან ჩნდება ეშმაკის რქებითა და სამკაპით.
კევინ შროდერი ნჰლ-ის კლუბ "კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის" ფანია - გამოირჩევა სხეულის "გამომწვევი" ფორმებითა და "შთამბეჭდავი" ცეკვით, რაშიც ლუდის მირთმევა დიდად ეხმარება.
სერგეი ზაბოროვსკი, მეტსახელად პარამონი, კიევის "დინამოს" თავგადაკლული ქომაგია 1967 წლიდან (!). მისი სახელი პოსტსაბჭოთა სივრცეს კი ევროპალიგის მატჩში მსაჯის ამოპანღურების შემდეგ გასცდა.
ლიტველი ტომას ბალაიშისი, მეტსახელად სეკლა კი კალათბურთს სწყალობს და იმითაა განთქმული, რომ ნაკრების არცერთი თამაში გამოუტოვებია და კიდევ - არასდროს გაუპარსავს წვერი.
ბული ლონდონის "არსენალის" კოლორიტული ფანატია, რომელიც გასულ სეზონში, კლუბის ყოველი საშინაო მატჩის დროს მოხვდა ობიექტივში. სტადიონზე 30 წელზე მეტია, სისტემატურად დაიარება.
სენეგალელი მოკო ფორმულა 1-ში ცნობადი სახეა. ის გრან-პრის ეტაპებზე 1970-იანი წლებიდან ჩნდება. მას იცნობს აბსოლუტურად ყველა - ბერნი ექლსტოუნით დაწყებული, დანიილ კვიატით დამთავრებული. სხვათა შორის, მოკომ ავტომობილის მართვა არ იცის.
დარელ ბეილი, იგივე Clipper Darrell, წლების განმავლობაში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ერთგულია - აცვია კლუბის ფერებში (ლურჯ-წითელი), კლუბის ფერებშია შეღებილი მისი ავტოც, მისი სალონიც, სახლის ინტერიერიცა და დივანიც კი...
არიგო ბროვედანი სპორტული და არამარტო სპორტული მასმედიის გმირად 2012 წლის დეკემბერში გამართული "უდინეზე"-"სამპდორიის" მატჩის შემდეგ იქცა. ის ტრიბუნაზე უდინური კლუბის ერთადერთი ქომაგი იყო.
წვეროსანი ბარბაში "ბენფიკას" ქომაგია, რომელიც საყვარელი გუნდის თამაშს 35 წელზე მეტია, არ აცდენს.