
მან მედიას წარმოუდგინა საკუთარი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობს; იმსჯელა საქართველოში სპორტის სახელმწიფო მართვის მოდელზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ბატონმა თამაზმა ბოლოს დასძინა, რომ ქმედითი მოდელის განხორციელება დროში იწელება, რაც სპორტის განვითარებაზე დადებითად ნამდვილად არ ისახება. ისიც თქვა: მე და სპორტის მინისტრ, ბატონ ლევან ყიფიანს სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს და სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, შესაძლოა, ამ თანამდებობაზე არ ვიმუშაოო.
ჟურნალისტები ბატონ თამაზს ჩავეძიეთ, რა სახის რეორგანიზაციაზეა ლაპარაკი და
რეალური რომ არ იყოს, მინისტრის მოადგილე, ალბათ, საჯაროდ არც გააჟღერებდა, ხოლო რა სახის რეორგანიზაცია იგეგმება, მალე შევიტყობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"