აფერუმ ვან დერ ვაარტის ცოლს! (+VIDEO)

AutoSharing Option
ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო - ჰოლანდიის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველზე, ვან დერ ვაარტსა და მის ლამაზ ცოლზე - ცნობილ მოდელზე, მსახიობსა და წამყვანზე, სილვია ფრანსუაზა ვან დერ ვაარტზეა ნათქვამი. თავად ჰოლანდიელი როგორი ბიჭი და მობურთალია, ფეხბურთის გულშემატკივრებს მეტ-ნაკლებად კარგად მოგვეხსენება, აი, მისი მეუღლის ბურთთან მოპყრობისა კი, ვეჭვობთ, აქამდე საქართველოში ბევრს არა უნდა გვცოდნოდა რა.

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ამ ცოტა ხნის წინ ქალბატონი სილვია ჟურნალისტთა, ფოტოგრაფთა და ვიდეოოპერატორთა გარემოცვაში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნარნარი კაბით კეკლუცობდა, როდესაც ხელში ბურთი მიაჩეჩეს -
ფეხბურთელის ცოლი ხარ და ეს ნივთი შენთვის უცხო არ უნდა იყოს, გვაჩვენე, რა შეგიძლიაო. ჰოდა, სილვიამაც არც აცხელა და არც აცია, ბურთით ისე აკენწლა და აათამაშა, მისი შემხედვარე კაცი იმასაც კი იფიქრებ, ეს დალოცვილი ქმარზე უკეთესი თუ არა, არანაკლები ფეხბურთელიაო.


მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არა, კი მივხვდი რომ მონტაჟია, მაგრამ მაინც შთაბეჭდილება მოახდინა
chkriala
23:26 08-01-2011
0
მონტაჟია 100%.
"ექსპერტი"
20:39 08-01-2011
0

სიახლეები პოპულარული