"ლელოს" ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილს არჩილ გოგელიას პრემია გადაეცა

AutoSharing Option
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" არჩილ გოგელიას პრემია "ლელოს" ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილს გადასცა. დაჯილდოება "პალიტრა მედიის" დარბაზში, საზეიმო ვითარებაში გაიმართა და მას სპორტული ჟურნალისტი არჩილ გოგელია და გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.

ვაჟა სიმონიშვილს, როგორც არჩილ გოგელიას პრემიის პირველ ლაურეატს, სამახსოვრო სიგელი გადაეცა.

როგორც პრემიის დაწესების ინიციატორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ განაცხადა, პრემია ითვალისწინებს წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტის გამოვლენას, რომელიც არჩილ გოგელიას პრემიის ლაურეატი გახდება.

"პირველი რჩეული
დასახელდა "ლელოს" დაარსების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ლაურეატის საზეიმო წარდგენა არჩილ გოგელიას მონაწილეობით გაიმართა და ეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა. რაც შეეხება არჩილ გოგელიას პრემიის დაწესებას, ვფიქრობ, ეს იქნება სტიმული მომავალი თაობის ჟურნალისტებისათვის", - განაცხადა გაზეთ "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა.

არჩილ გოგელიამ ჟურნალისტური საქმიანობა სპორტული ჟურნალისტიკიდან და გაზეთ "ლელოდან" დაიწყო. ამასთან, ვეტერანმა სპორტსმენმა და ფილოლოგმა, XX საუკუნის ბოლო მეოთხედის დასაწყისში, სათავე დაუდო პოლიგრაფიულ სიახლეებს, როცა ჯერ ჟურნალ "მართვეს", შემდეგ მიყოლებით ჟურნალ "სკოლა და ცხოვრებას", გაზეთებს - "ლელოს" და "თბილისს", მის მიერვე დაარსებულ "დრონს" რედაქტორობდა.

ყოფილი ლელოელი იყო აგრეთვე საქართველოს ინფორმაციის მინისტრი, პარლამენტის წევრი, ტელე-რადიო მაუწყებლობის თავმჯდომარე. სპორტულ თემაზე გამოსცა წიგნები: "მუშკეტერები", "ასეთია სპორტული ცხოვრება". 2004 წლიდან არის საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაჟიკო მაგარი კაცია!!! ვულოცავ სულით და გულით!!!
kukureu
14:45 19-04-2015
0
ამაგის დაფასება ღირსების საქმეა. ”ლელო” კარგ მაგალითს იძლევა. გაიხარეთ!
koko
20:59 17-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული